შუახევი

მანძილი ბათუმიდან: 65 კმ

ფართობი: 588 კვ/კმ

მოსახლეობა: 11,104 ათასი

www.shuakheni.ge

შუახევი მესხეთისა და შავშეთის ქედებზეა განლაგებული. ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, დაკავებულია მიწათმოქმედებით, მეცხოველეობითა და თამბაქოს მოყვანით. ჭვანის  ხეობა, მარეთი, ნიგაზეული, გომარდული, ხაბელაშვილები და ნენია შუახევის მუნიციპალიტეტის გამორჩეული სოფლებია, სადაც ადგილობრივ საოჯახო  სასტუმროებში რამდენიმე დღით გაჩერებას და აქვე, ალპურ მდელოებზე ლაშქრობის მოწყობასაც შეძლებთ. ტყეებში მოგზაურობის დროს შესაძლოა შეგხვდეთ შველი, ტახი და ტურა, ასევე, იმოგზაურებთ ტიპურ კავკასიურ ფოთლოვან და წიწვოვან  ტყეებში.

თუ შუახევში დასვენებას გადაწყვეტთ, აუცილებლად დააგემოვნეთ ტრადიციული აჭარული კერძები, რომლის  ძირითადი ინგრედიენტი რძის პროდუქტებისგან შედგება და სთხოვეთ მასპინძლებს ამ კუთხისთვის დამახასიათებელი რამე განსაკუთრებული ადგილობრივი კერძი მოგიმზადონ.

ძირითადი აქტივობები:

1. მოაწყობთ ლაშქრობას ჯვარიმინდორის და ჩირუხის სამწყემსო სადგომებზე;
2. გასინჯავთ შუახევის  თამბაქოს (თუთუნი) და დაეხმარებით სტუმართმოყვარე მასპინძლებს თუთუნის მოსავლის აღებაში;
3. მოინახულებთ ფურტიოს  თაღოვან  ხიდსა და ოთოლთას ციხეს;
4. იჯირითებთ ცხენით კავკასიურ ტყეში

 ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები:

ციხესიმაგრეები: ნიგაზეული (XVIII); კავიანი (XII-XIII ); ოქროპირაული (XI-XII ); დარჩიძეები (XII-XII ს); ოთოლთა (XI-XIII ს); ჩანჩხალო (XII-XIII ); ცინარეთი (XI-XII ).
ხიდები: ხაბელაშვილების ხიდი (XIX ) და ვარჯანაულის  თაღოვანი ხიდი (XII)
ოლადაურის ეკლესია

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში პაპოშვილები და დარჩიძეები, ასევე, ჩირუხის მთაზე მდებარეობს საოჯახო სასტუმრო სახლები, სადაც შეძლებთ ღამისთევასა და რამდენიმე დღით დასვენებას, გაეცნობით ტრადიციული აჭარული  სოფლის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას, დააგემოვნებთ ადგილობრივი  ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებულ უგემრიელეს კერძებს და მონაწილეობას მიიღებთ კულინარიულ მასტერკლასებში.
ღამისთევა სამჯერადი კვებით - 50 ლარიდან.

საფეხმავლო მარშრუტებიაჭვანისა და მარეთის  ხეობები, კავიანის ციხე, ასევე ხანგრძლივი მარშრუტი, რომელიც  შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს აკავშირებს.

ტრანსპორტი:
მიკროავტობუსი ბათუმი-შუახევი, ბათუმის ცენტრალური ავტოსადგური (მაიაკოვსკის ქ. №1); მგზავრობის ღირებულება - 4-5 ლარი; 
შიდა სასოფლო ტრანსპორტი კი გადის უშუალოდ შუახევის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან.

გაზიარება

ღირსშესანიშნაობები

ყველა
ჩირუხის ჩანჩქერი
ჩირუხის ჩანჩქერი

ჩანჩქერები შუახევი

დარჩიძეების ციხე
დარჩიძეების ციხე

ციხეები შუახევი

ცინარეთის ციხე
ცინარეთის ციხე

ციხეები შუახევი

ხიჭაურის ეკლესია
ხიჭაურის ეკლესია

საკულტო ნაგებობები შუახევი

ჩანჩხალოს ციხე
ჩანჩხალოს ციხე

ციხეები შუახევი

სად დავრჩე

ყველა
საოჯახო სასტუმრო პირველი მერცხალი
საოჯახო სასტუმრო პირველი მერცხალი

საოჯახო სასტუმრო შუახევი

ავთო
ავთო

საოჯახო სასტუმრო შუახევი

გეგა
გეგა

საოჯახო სასტუმრო შუახევი

ლენტ ჰაუსი
ლენტ ჰაუსი

საოჯახო სასტუმრო შუახევი

ჰილსაიდ ვახტანგეთი
ჰილსაიდ ვახტანგეთი

სასტუმრო შუახევი

კვება

ყველა
საოჯახო  პირველი მერცხალი
საოჯახო პირველი მერცხალი

საოჯახო რესტორანი შუახევი

ხიჭაური
ხიჭაური

კაფე შუახევი

საოჯახო სასტუმრო მაიკოსთან
საოჯახო სასტუმრო მაიკოსთან

საოჯახო რესტორანი შუახევი

ორთამელა
ორთამელა

რესტორანი შუახევი

კეჟერაძეების მარანი
კეჟერაძეების მარანი

ღვინის მარანი შუახევი

ჩვენი ბანაკი
ჩვენი ბანაკი

საოჯახო რესტორანი შუახევი

აქტივობები

ყველა
ღომას მთის საპიკნიკე
ღომას მთის საპიკნიკე

საპიკნიკე-საკემპინგე შუახევი

ბრილი არტ
ბრილი არტ

შემეცნება შუახევი

ჩირუხის ზიპ-ლაინი
ჩირუხის ზიპ-ლაინი

ზიპლაინი შუახევი

ჩირუხი
ჩირუხი

საპიკნიკე-საკემპინგე შუახევი

ბურანი
ბურანი

ბურანი შუახევი

კვესაური, კობალტის მთები, ხარისაწოლი
კვესაური, კობალტის მთები, ხარისაწოლი

საპიკნიკე-საკემპინგე შუახევი