დარჩიძეების ციხე, გოგოლაურის ციხე — ციხესიმაგრე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში, მდებარეობს მარეთისწყლის ხეობის სათავეში. იმ ადგილს, სადაც ძეგლია აშენებული, ადგილობრივი მოსახლეობა გოგოლაურის უბანს უწოდებს, საიდანაც მომდინარეობს ციხესიმაგრის მეორე სახელწოდებაც.
ციხე დასაწყისშივე აკონტროლებდა იმ გზას, რომელიც ხეობაზე გაივლიდა და შუახევის მიდამოებში უერთდებოდა აჭარისწყლის აუზში გამავალ ცენტრალურ ტრასას. იგი ასევე მეთვალყურეობდა სამცხე-ჯავახეთიდან და ზემო აჭარიდან ხიხანის ძირში, სარიჩაირსა და ჩირუხში გამავალ იმ გზას, რომელიც იმერხევ-შავშეთის გავლით მიემართებოდა არტანუჯისაკენ.ციხესიმაგრე ჩართული იყო აჭარა-შავშეთისა და კლარჯეთის ერთიანი თავდაცვითი სისტემის ჯაჭვში.
ნაგებობა დაშენებულია ხეობისაკენ წინ წაზიდულ კლდოვან ქანზე. ციხეს რელიეფის შესაბამისად წაგრძელებული ტრაპეციისებური ფორმა აქვს და დამხრობილია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. გალავნის კედლები მეტნაკლებად ოთხივე მხარესაა შემორჩენილი. უფრო კარგადაა დაცული დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლები.
ციხეები შუახევი
ციხეები შუახევი
ციხეები შუახევი
ციხეები შუახევი
ციხეები შუახევი