საიტი, რომელზედაც თქვენ ახლა შემოხვედით, ჩვენი გუნდის ერთობრივი შრომის შედეგად შეიქმნა, იმისათვის, რათა გაგიმარტივოთ მოგზაურობა აჭარის რეგიონში, მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია როგორც სასიამოვნო, ასევე სირთულესთან დაკავშირებული ნიუანსების შესახებ. ეს არის ერთგვარი ონლაინ გიდი, რომელიც მუდმივად განახლდება და შეივსება.
ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მიზანია მთიანი აჭარის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მარშრუტების მარკირება, თემატური ფესტივალების მოწყობა და საინფორმაციო ცენტრების მართვა.
2019 წლიდან სააგენტო მარშრუტების და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირებისა და გამრავალფეროვნების მიზნით, აქტიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მაღალმთიან აჭარაში. რაც გულისხმობს საპიკნიკე ზონების, თავშესაფრების, საფეხმავლო და ველო ბილიკების, ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების, კანიონინგის ინფრასტუქტურის და სხვა მასშტაბური პროექტების მშენებლობას.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: UNDP, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (Austrian Development Cooperation), CENN და ა.შ. ასევე მონაწილეობას იღებს მთის ტურიზმის სხვადასხვა თემატიკის კონფერენციებსა და სემინარებში.
დაგვემგზავრეთ აჭარაში!
09:00-22:00 ბათუმი, ნინოშვილისქ.N2 (ბულვარის ცენტრალური შესასვლელი) +995 577 90 90 91
09:00-23:00 ბათუმი, გოგოებაშვილის ქ.(საბაგიროს მიმდ. ტერიტორია) +995 577 90 90 93
09:00-19:00 აეროპორტის გზატკეცილი N220 (ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი) +995 0422 29 44 14
09:00-18:00 ბათუმი, თამარ მეფის გზატკეცილი, რკინიგზის სადგური +995 0422 29 44 15
09:00-19:00 სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი +995 577 90 90 72
10:00-19:00 ქ.ქობულეთი, აღამაშენებლის ქ.N 139/141. +995 0422 29 44 22
09:00-19:00 დაბა ქედა, აღამაშენებლისქ.N1ა +995 577 90 90 86
09:00-18:00 დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.N22 +995 577 90 90 88
10:00-18:30 დაბა ხულო, მ.აბაშიძისქ.N29 +995 577 90 90 15
9:30-18:30 აჭარისწყალი (+995) 577 90 90 55