პროექტი ითვალისწინებს ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის კეთილმოწყობას. ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიული ძეგლია აჭარაში, რომელიც ჩვენს წინაპრებს ულამაზეს ბუნებაში, ცათაზიდულ მთებში აუშენებიათ. ციხესთან მისასვლელი გზა ძალიან რთულია და ზოგ მონაკვეთებში სახიფათოც კი. იქ ასვლა მხოლოდ გაკვალული ბილიკითაა შესაძლებელი და განსაკუთრებით საინტერესოა მოლაშქრეებისთვის. პროექტი ითვალისწინებს ზოგან გაფართოებას, ზოგან კი, იქ, სადაც სახიფათო მონაკვეთებია, უჟანგავი ლითონის, მოცურების საწინააღმდეგო კიბეების დამონტაჟებას. გათვალისწინებული იქნება ავთენტური, ეკოლოგიურად ჯანსაღი და კლიმატური (მკაცრი ზამთრის) პირობებისთვის მდგრადი კონსტრუქციის გამოყენება. ბილიკზე მოეწყობა მოსასვენებელი და ატრაქციული სივრეები. ბილიკის კეთილმოწყობის შემთხვევაში, ხიხანის ციხე-სიმაგრე კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება არა მხოლოდ გამოცდილი მოლაშქრეებისთვის, არამედ ნებიემიერი მსურველისთვის, რაც საკმაოდ გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას ხეობაში. გარდა ამისა, მარკირებულ, ალპურ და გარდამავალ მარშრუტებზე შესაძლებელია ხიხანის ციხე მთავარი დანიშნულების ადგილი გახდეს, რაც მარშრუტის ხანგრძლივობასაც გაზრდის. ასევე, შესაძლებელი იქნება კულტურული და სპორტული ღონისძიებების განხორციელება, პრეს და ინფო ტურების ორგანიზება და ხიხანის, როგორც კულტურული ძეგლის პოზიციონირება, უკვე არა მხოლოდ შიდა, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. პროექტი მიმდინარეა დასაწყისი - 2020 წელი დასრულება - 2022 წელი

გაზიარება