მაღალმთიან აჭარაში ტურისტული თავშესაფრი მოეწყო.

პირველი ტურისტული თავშესაფარი მოეწყო შუახევის მუნიციპალიტეტში, ჯვარიმინდორზე,  სოფელ ცხემლისის საზაფხულო იაილებზე, ზღვის დონიდან 2000 მ. სიმაღლეზე.  ჯვარიმინდორზე გადის ყველაზე გრძელი, 88 კილომეტრიანი ქსელური მარშრუტი კინტრიში-გომისმთა-ცხემლისი-ხაბელაშვილები და ასევე წარმოადგენს გზაგასაყარს, სადაც კინტრიშის დაცული ტერიტორია, შუახევის მუნიციპალიტეტი და გურიის რეგიონი ერთმანეთს უკავშირდება.

იქიდან გამომდინარე, რომ ჯვარიმინდორი ყველაზე გრძელი საფეხმავლო მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაა, მიზანშეწონილია, რომ ტურისტული თავშესაფარი სწორედ აქ მოეწყო , სადაც შორ გზაზე მიმავალ მგზავრს საშუალება ექნება შეისვენოს და საჭიროების შემთხვევაში, ღამეც გაათიოს.

ეკო სტანდარტების მიხედვით დაპროექტებული თავშესაფარი საკმაოდ ფუნქციონალურია - მოსასვენებელი, საძინებელი და სამზარეულო სივრცეებით, უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით, წყლით, სველი წერტილითა და ღია საშხაპით. თავშესაფარი გათვლილი იქნება 10-15 ადამიანზე.

პროექტი დასრულებულია

დასაწყისი -  2021 წელი

დასრულება - 2022 წელი

გაზიარება