ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ამავდროულად საერთაშორისო მნიშვნელობისაა და წარმოადგენს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს ბიომრავალფეროვნების კუთხით. მიმდინარე წლის 26 ივლისს UNESCO-მ „კოლხეთის ტენიან ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსი მიანიჭა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
ისპანის ტორფნარები ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც 500 მეტრში მდებარეობს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტების მოზიდვისათვის. ასევე მომიჯნავე ტერიტორიების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

ქობულეთის დაცული ტერიტორია, რომლის ფართობის 770 ჰექტარია ორ მთავარ ზონას მოიცავს: ისპანი 2 - სფაგნუმიან ტორფნარს ანუ სახელმწიფო ნაკრძალს და ისპანი 1 ტორფნარი - აღკვეთილი. სწორედ ისპანი 2 ნაკრძალი წარმოადგენს იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ლოკაციას, ხოლო ისპანი 1 კი ბუფერულ ზონად განიხილება, სადაც შესაძლებელია ვიზიტორების მოზიდვა და ინფრატრუქტურული განვითარება, რომლის ფართობის დაახლოებით 1(ერთი) ჰექტარია. ბუფერულ ზონად განიხილება ასევე ისპანი 2 ტორფნარის განაპირა ტყის ვიწრო ზოლი.

2021 წელს ა(ა)იპ - ტურსიტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას.

პროექტი მიმდინარეა, დასაწყისი 2021 -წელი, დასრულება - 2024 წელი

გაზიარება