შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების კლდისუბანი-კავიანის და ქედის მუნიცაპალიტეტის სოფლების დანდალო-ჯალაბაშვილებს შორის, ზღვის დონიდან 300-350მ. სიმაღლეზე საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკი დამონტაჟდა. 5-6 კმ. სიგრძის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან შეხამებულ ინფრასტრუქტურულად გამართულ საველოსიპედე ბილიკზე, გათვალისწინებულია  ეკო და ველო ტურიზმისთვის მისაღები სტანდარტები, მოთხოვნები და უსაფრთხოების ნორმები. მარშრუტზე არის მოყვარული ველოსიპედისტებისთვის გამოყოფილი, მარტივი მონაკვეთები, და ე.წ. “Down Hill”–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკი - შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ველო ბილიკის მიმდინარე ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტო პარკინგი, საპირფარეშო, წყლის პუნქტები, ველოსიპედების გასაჩერებელი ინფრასტრუქტურა და სხვა. აღნიშნული ველო მარშრუტი გადის ძირითადად ტყის ნაწილზე, რომელიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მარშრუტი ასევე გაივლის რეგიონის ერთ-ერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას- კავიანის ციხეს. შესაძლებელია მარშრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე განხორციელდეს სამეცნიერო–ტურისტული ექსპედიციები და ლაშქრობები.

პროექტი დასრულებულია

გაზიარება