ნიგაზეულის ციხესიმაგრე

ციხე სავარაუდოდ XVIII -XIX საუკუნეებშია აგებული. იგი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში მდებარეობს , ქუფთაღელის სერზე, რომელსაც სხვანაირად ნაბეგვარსაც ეძახიან. გალავანი სწორკუთხედს მიაგავს, რომელშიც დატანებულია ექვსი ხარო. გალავანს შესასვლელი უნდა ჰქონოდა როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან. რა ადგილზე იყო ჩრდილოეთის კარი არ ჩანს, რადგან ეს მხარე მთლიანადაა მონგრეული. შესასვლელი არც სამხრეთ ნაწილში ჩანს, გალავანი ამ ადგილასაც საკმაოდ დანგრეულია. ციხე-გალავანი ნაგებია ფლეთილი ქვებით, წყობა ლამაზი და ჰორიზონტალურია.
ციხე-გალავნის შუა ეზოში შემაღლებულ ადგილას სელიმ ხემშიაშვილის ორსართულიანი სახლი მდგარა, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ოსმალებს დაუწვავთ და შემდგომ ჯამე აუშენებიათ

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნიგაზეული, შუახევი
+995 595 63 73 75
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ოქროპილაურის ციხე
ოქროპილაურის ციხე

ციხეები შუახევი

კავიანის  ციხე-სიმაგრე
კავიანის ციხე-სიმაგრე

ციხეები შუახევი

ჩანჩხალოს ციხე
ჩანჩხალოს ციხე

ციხეები შუახევი

ოთოლთას ციხე
ოთოლთას ციხე

ციხეები შუახევი

დარჩიძეების ციხე
დარჩიძეების ციხე

ციხეები შუახევი