მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საველოსიპედო;
მაქსიმალური სიმაღლე მარშრუტზე ზღვის დონიდან: 2200 მ.
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივ
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: აპრილი-ოქტომბერი
მარშრუტის დაწყება შესაძლებელია როგორც ქედის, ასევე შუახევის მუნიციპალიტეტიდან. ამ შემთხვევაში ვიწყებთ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროპილაურიდან (ბათუმიდან 67 კმ), სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ ოქროპილაურის ციხე, საოჯახო სასტუმრო და ღვინის მარანი.
მარშრუტი ღომას მთის მიმართულებით გრძელდება. მანძილი ოქროპილაურიდან ღომამდე 20 კმ-ია. მთა ღომაზე, ზღვის დონიდან 2000 მ-ს ზემოთ საზაფხულო საძოვრები- იაილებია. ზაფხულობით აქ ადგილობრივი მოსახლეობა ამოდის და მთელი სეზონის განმავლობაში რჩება. ხშირად შეხვდებით ტურისტებსაც. ღომას მთა და მისი შემოგარენი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული. პატარა ხის სახლების გარდა, ღომაზე გვხვდება კოტეჯის ტიპის სახლებიც, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარჩეს ერთი ან რამდენიმე დღით.
გზა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამონასტრევისკენ მიემართება. ღომადან 5 კმ-ში ულამაზესი წიფლის ტყის ბილიკი იწყება. გზის გასწვრივ რამდენჯერმე წყაროც გვხვდება. ღომადან ნამონასტრავამდე მანძილი 18 კმ-ია.
პირველი დასახლება, რომელსაც ღომას მთიდან ნამონასტრევის გზაზე ვხვდებით, არის პატარა იაილა - თივნარა (ზღვის დონიდან 1560 მ). აქ შეგიძლიათ გაჩერდეთ, დაისვენოთ და ლამაზი ფოტოებიც გადაიღოთ.
სოფელ ნამონასტრევიდან მარშრუტი მერისის ხეობისკენ მიემართება. ამ გზაზე, 3 კმ-ში შეგიძლიათ მერისის ჩანჩქერი მოინახულოთ.
კოტეჯი ქედა
კოტეჯი ქედა
საოჯახო სასტუმრო შუახევი
კოტეჯი ქედა
სასტუმრო ქედა
კოტეჯი ქედა
კოტეჯი ქედა
კოტეჯი ქედა
კოტეჯი ქედა
კოტეჯი ქედა
კოტეჯი შუახევი
საოჯახო სასტუმრო ქედა
სათავგადასავლო ქედა
სათავგადასავლო ქედა
სათავგადასავლო ქედა