საბაგირო გზა არგოს ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ ციფრულ სივრცეს და მსოფლიო მხატვრების ნამუშევრები იხილონ.
ბათუმის ციფრული სივრცე ამიერკავკასიაში მეორე ციფრული ხელოვნების მუზეუმია, რომელიც თბილისის ციფრული სივრცის შემდეგ გაიხსნა. მისი მიზანი თანამედროვე ციფრული ხელოვნების მხარდაჭერა და ფართო აუდიტორიისთვის ინოვაციური, იმერსიული გამოფენების შეთავაზებაა.
მუზეუმი Alive exhibition მეთოდს იყენებს, რათა ციფრული ხელოვნება უფრო ხელმისაწვდომი, დინამიური და ვერტიკალური გახადოს. მონუმენტური პროექციები და მუსიკა ერთად ქმნის უნიკალურ მხატვრულ გამოცდილებას, რომელიც ვიზიტორს მრავალფეროვანი ვიზუალური და შემეცნებითი გამოფენებით იზიდავს.
ცენტრალური დარბაზის გარდა, მუზეუმი მოიცავს სარკეებიან ოთახს, რომელიც განათებისა და ანარეკლების ინტერაქციით ქმნის უნიკალურ ინსტალაციას. ეს სივრცეები ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვნების აღმოჩენასა და აღქმას, ვიზიტორებს კი ახალ ინტელექტუალურ და ემოციურ გამოცდილებას სთავაზობს.
წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა: (+995) 577 05 05 06
მისამართი: ბათუმი, საბაგირო "არგო" ზედა სადგური , ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი