ბათუმის რელიგიის მუზეუმი 2004 წელს გაიხსნა. აქ წარმოდგენილი ექსპოზიცია დამთვალიერებელს აცნობს ბათუმში და მთლიანად საქართველოში გავრცელებულ ძირითად კონფესიებს, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანების მეგობრული თანაცხოვრებისა და რელიგიური შემწყნარებლობის დოკუმენტურად დადასტურებულ ისტორიას,
ისტორიაში საქართველოს სახელმწიფოს და ზოგადად ქართველების მხრიდან რელიგიური შევიწროვების არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება. შუა საუკუნეებშიც კი, როცა რელიგიური ომები და ადამიანთა შევიწროვება საყოველთაოდ იყო გავრცელებული, საქართველოს სამეფო კარზე წინაურდებოდნენ განსხვავებული რელიგიების მიმდევრები, ქვეყნის სასამართლო და საგადასახადო სისტემა დისკრიმინაციულად არ განიხილავდა ადამიანებს აღმსარებლობის გამო.
მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ეკონომიკის ზრდასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა ბათუმის მოსახლეობა. თუკი ამ დრომდე აქ ძირითადად დროებით სამუშაოდ ჩამოსულები ცხოვრობდნენ, რკინიგზის შემოსვლისა და ნავთობტერმინალების აგების შემდეგ უამრავმა ადამიანმა ნახა სტაბილური სამუშაო და ოჯახით დამკვიდრდა ქალაქში, ბათუმი 80-ზე მეტი სხვადასხხვა ეროვნების ადამიანის მშობლიური ქალაქი გახდა, აქ ერთმანეთის უშუალო სიახლოვეს აღმოჩნდა მსოფლიოს დიდი, თუ პატარა კონფესიები. შუასაუკუნეობრივი ქართული ტოლერანტობის ერთგვარი გაგრძელებაა მე19 და მე-20 საუკუნეების ბათუმური ტოლერანტობა, სადაც უკვე სხვადასდხვა რელიგიის მიმდევრები არა თუ ერთმანეთის მეზობლად, ერთ ეზოში, არამედ ერთ ოჯახშიც კი ცხოვრობდნენ.
ბათუმის რელიგიის მუზეუმი ინახავს ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობის, ისლამის, იუდაიზმისა და ბუდიზმის რელიგიურ წიგნებს, სარიტუალო ნივთებსა და ტანისამოსს, წარსულის ამსახველ უნიკალურ ფოტოებს.
აქ იხილავთ სხვადასხვა საავტორო ტექნიკით შესრულებულ მართლმადიდებლურ ხატებს, მათ შორის ბარელიეფებს, გობელენებს, მინანქარს, ასევე ნიჟარაზე შესრულებულ ამაღლების სცენას. აქვეა რომის კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიის ბათუმთან დაკავშირებული ექსპონატები, ასევე ბათუმელ ებრაელთა თორა, ისლამის დამახასიათებელ ექსპონატებს შორის გამოირჩევა მე-16 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერი ყურანი და სახელმძღვანელოები ყურანის განმარტებებით.
ბათუმი დღესაც სანიმუშო ქალაქია რელიგიური შემწყნარებლობით, ამიტომაც გახდა საჭირო აქ რელიგიის მუზეუმის დაარსება, საკუთარი ქალაქის რელიგიური მრავალფეროვნებით ხომ ყველა ბათუმელი ამაყობს და ცდილობს ყველა ვიზიტორს გაუზიაროს ბათუმის ტოლერანტული წარსული და დღევანდელობა.
შესვლის ღირებულება:
ზრდასრულები 4 ლარი;
სტუდენტები 3 ლარი;
მოსწავლეები 2 ლარი.
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი