ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წლის 17 მაისს გაიხსნა,  თამარის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩის სამ ნომერიში. იმ შენობაში განთავსდა, სადაც XIX საუკუნის 80–იანი წლებიდან 1917 წლამდე მდებარეობდა „ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის“  «нефтепромишленное товарищество братьев Нобель» -  სამუშაო ოფისი, იგივე „ბათუმის კანტორა“.

მუზეუმის შენობას „მდიდრის სახლს“ და გუბერნატორის სახლს“ ეძახდნენ.  1917 წლამდე  სახლს  „ნობელის ინჟინერი“ განაგებდა. 1917 წლის საბჭოთა რევოლუციის შემდგომ ცობილია, რომ მასში ბავშთა ბაღი, სახლმმართველობა და პოლიცია იყო განთავსებული.

 ნობელების ბათუმის სახლი არქიტექტურულად ძალიან ჰგავს ბაქოს სახლს.

ნობელები ბათუმში 1979 წლიდან ჩნდებიან. იმ დროისათვის ბაქოს ნავთბმრეწველებისათვის ევროპასთან დასაკავშირებელი ყველაზე მოსახეხებელი გზა ბათუმზე გადიოდა. ლუდვიგ ნობელი რამდენჯერმე ჩამოვიდა ბათუმში. ის უშუალოდ იყო ჩართული ნავსადგურის პროექტირებაში. მუზეუმი ასახავს იმ ტექნიკურ მიღწევებს, რომლებიც ინერგებოდა ქალაქ ბათუმში XIX ს. ბოლოსა და XX ს. პირველ ნახევარში.

რაც შეეხება ლუდვიგ და რობერტ ნობელის ბათუმში მოღვაწეობის დეტალებს მუზეუმის ექსპოზიციაში მრავლად არის წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტები. ფოტომასალაზე დაყრდნობით აღდგენილია მათი კაბინეტი სადაც  პირადი ნივთების და ბიბლიოთეკის დათვალიერებას შეძლებთ. გაეცნობით ბაქოდან ბათუმამდე, 900 კმ. მონაკვეთზე გადაჭიმული ნავთობის მილის გაყვანის ისტორიას, შესაძლებლობა გექნებათ დააკვირდეთ ორთქლის ტუმბოს მაკეტს, კორპის საცობის სათლელ დაზგას, ნავთობის 16 ლიტრიან ჭურჭელს - კომპანია „შელის“ ლოგოთი . ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ისტორიას ლაბორატორიული ჭურჭელი და  კომპანიის პროდუქცია  თვალნათლივ გადმოგცემთ. აქვე გაეცნობით ალექსანდრე მანთაშევის საქმიანობის ისტორიას, გემის მაკეტს და სხვა მასალებს.

დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დათმობილი აქვს აჭარაში ჩაის კულტურის განვითარებას და ჩინეთიდან სპეციალურად მოწვეული აგრონომის - ლაო ჯონ ჯაოს ბიოგრაგრაფიას. ლაო ჯონ ჯაოს აჭარაში 30 წლიანი ცხოვრების ამსახველი ნივთიერი და ფოტომასალა მრავლად მოიპოვება მუზეუმში.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შესახებ ბათუმელი გენერალ-მაიორის და გენერალური კონსტრუქტორის  ელგუჯა მეძმარიაშვილისთვის დათმობილი ექსპოზიცია გვიყვება. 1999 წლის 28 ივლისს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი- გასაშლელი რეფლექტორი, მაქსიმალური გაბარიტით 6, 42 მეტრი, ჩამოსცილდა ორბიტალურ სადგურს და დაიწყო მოძრაობა დედამიწის ირგვლის, დამოუკიდბელ ორბიტაზე.

მოცულობითი ადგილი ეთმობა ღვინის ადგილობრივ კომპანიას, სადაც 1907 წელს გამოშვებული პროდუქციის ნიმუშებია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ „დანელია და კომპანია“-ს მიერ ღვინის დამზადების საოჯარო ტექნოლოგიას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სახელი.

თამბაქოს ისტორიას ლაზარ ბინიატიდის (ბინიათოღლის) მოღვაწეობისთვის დათმობილი კუთხე გადმოგვცემს, სადაც ეტიკეტები და თუთუნის დამუშავების პროცესია წარმოდგენილი.

აჭარის რეგიონულ პრესის ექპოზიცია კი  მეოცე საუკუნის 10-30 წლების  ბათუმის საზოგადოებრივი ცხოვრების დახასიათებას ახდენს. 

გერმანული ფირმა „კრაუზეს“ მიერ  წარმოებული ქაღალდის საჭრელი გილიოტინა  მიგვანიშნებს  სასტამბო დაწებულებების უცხოური მანქანა დანადგარებით აღჭურვის შესახებ.

ტექნოლოგიური მუზეუმი ნობელიანტი მწერლების საქართველოში ვიზიტსაც გადმოსცემს. მათ შორის გამორჩეულია კნუტ ჰამსუნის „მოგზაურობა  ზღაპრულ ქვეყანაში“ და „დედოფალი თამარი“. ჯონ სტაინბეკი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფოტოსააგენტო „მაგნუმის“ დამფუძნებელი რობერტ კაპა „ჯადოსნურ ქყვეყანაზე“ ჰყვებიან. აღნიშნული ექსპოზიციის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. კვლავაც ქმნის „ნობელის ქალაქი“ თავის წილ ისტორიას, რომელიც საუკუნეებია აღაფრთოვანებს მნახველს.

 

სტანდარტული ბილეთის ფასი 6 ლარი;

სტუდენტები 3 ლარი;

მოსწავლეები 2 ლარი.

 


საკონტაქტო ინფორმაცია:
3A, ლესელიძის ქ., ბათუმი
ajaramuseums.ge
(+995) 577 29 99 49; (+995) 577 29 99 63; (+995) 577 55 42 42;

დამატებითი ინფორმაცია:
10:00-18:00
გაზიარება