ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცე 2014 წელს, ადგილობრივი ხელოვანების ინიციატივით გაიხსნა. გახსნას წინ უძღვოდა სამწლიანი მუშაობის პროცესი, რომელიც მოიცავდა სივრცის არსებობის აუცილებლობის კვლევას, სემინარებსა და გამოფენებს. თანამედროვე ხელოვნების სივრცე, იგივე CAS, ფუნქციონირებს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბაზაზე.
თანამედროვე ხელოვნების სივრცე ცდილობს ხელი შეუწყოს ადგილობრივი სახელოვნებო სცენის გამრავალფეროვნებას, ერთწლიანი საგამოფენო და საგანამანათლებლო პროგრამის მეშვეობით. პროგრამის შედგენა ხდება საერთაშორისო ღია კონკურსის გამოცხადების საფუძველზე, რომელიც ცხადდება ყოველი წლის ნოემბრის-დეკემბრის თვეებში.
CAS გუნდის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება ფესტივალი “გაცვლა” (Interchange), რომელიც 2015 წლიდან “ფოტო დღეების” სახელით ტარდებოდა, შემდეგ კი მულტიდისციპლინარული ფესტივალის ფორმა მიიღო. (იხ. “Interchange”). მულტისექტორული თანამშრომლობა სივრიცის ერთ -ერთ პრიორიტეტად იქცა, რათა მეტად უზრუნველყოს სხვა სექტორების ჩართულობა შემოქმედებით პროცესებში.
გამოფენებზე დასწრება უფასოა.
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი
მუზეუმი ბათუმი