ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი თავდაპირველად, როგორც სასკოლო მუზეუმი დაარსდა 1908 წელს პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან არსებული საბავშვო მუზეუმების ბაზაზე. მუზეუმის გამგედ 1908 წლის პირველი ოქტომბრიდან დაინიშნა ამავე სასწავლებლის მასწავლებელი ნიკოლოზ გომონი. 1924 წელს მუზეუმი მოათავსეს ერთსართულიანი ხაზინის შენობაში.

1939 წლიდან მუზეუმი ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, მას შემდეგ რაც მუზეუმმა დაიწყო ექსპედიციები აჭარის მასშტაბით და თავი მოუყარა ნამდვილ სამუზეუმო ნივთიერ მასალას.

2005 წლიდან მუზეუმი ხარიტონ ახვლედიანის სახელს ატარებს. მუზეუმში დაცულია 180000-მდე ექსპონატი - უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერი და დოკუმენტური მასალა, აჭარის ფლორისა და ფაუნის ამსახველი ექსპონატები. მნიშვნელოვანია მუზეუმის ფონდში დაცული წერილობითი წყაროები, დაახლოებით 6000-მდე ერთეული, მათ შორისაა მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერები და უნიკალური წიგნის ფონდი.

შესვლის ღირებულება:

ზრდასრულები: 6 ლარი;

ბავშვები 6-დან 14 წლამდე: 2 ლარი

6 წლამდე: უფასო;

პენსიონერები: 2 ლარი;

გიდის მომსახურება: 15 ლარი


საკონტაქტო ინფორმაცია:
4, ახვლედიანის ქ., ბათუმი
www.ajaramuseums.ge
(+995) 422 27 11 75 , (+995) 593 61 78 95
khariton@ajaramuseums.ge

დამატებითი ინფორმაცია:
10:00-18:00
გაზიარება