ბათუმის პიაცა ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულიღირსშესანიშნაობა, რომელსაც უამრავი ადგილობრივი თუ ჩამოსულიმნახველი სტუმრობს. ეს ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი ქალაქის ძველდა ისტორიულ უბანში მდებარეობს, ღვასთან და ნავსადგურთან ახლოს.

ბათუმის პიაცა ნიჭიერი ქართველი არქიტექტორის ვაჟა ორბელაძის შთაგონების ნაყოფია, რომელიც მანამდე თბილისის, სიღნაღისა და თელავის ისტორიული ნაწილების რეკონსტრუქციაში იყო ჩართული.

პიაცა ეს არის ულამაზესი, მყუდრო მოედანი, რომლის ირგვლივ განთავსებულიაკაფე - ბარები, რესტორნები, ღია სცენა, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საათი მოძრავ ფიგურები და ნეობაროკოს სტილში აშენებული შენობები. ყველა მათგანი შესანიშნავად ეხამება ერთმანეთს და მთლიანობაში სასიამოვნო დასაინტერესო კომპლექსს წარმოადგენს.

პიაცა მთლიანობაში 5700 კვ. მ. ფართობს მოიცავს. აქ მდებარე შენობები უხვადაა დეკორირებული გამორჩეული მხატვრული, მოზაიკური და ვიტრაჟულიხელოვნების ნიმუშებით, განსაკუთრებით ზღვის ქალღმერთებით, რითაცვენეციის სან მარკოს მოედანს მოგაგონებთ. 

პიაცა განსაკუთრებით შთამბეჭდავია  საღამოს, როცა სცენიდან  ცოცხალიმუსიკ იღვრებ, ირგვლივ კი საოცარი სილამაზე და სიმყუდროვე სუფევს. პიაცასმთავარ მშვენებას ულამაზესი მოზაიკა წარმოადგენს, რომელიც მოედნისცენტრშია განთავსებული. მოზაიკა ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, რომელიცმსოფლიოს თხუთმეტ ქვეყანაში შეგროვებული თითო კვადრატულისანტიმეტრის ზომის ასიათასობით დაჭრილი და დამუშავებული მარმარილოს ფირფიტისაგან შეიქმნა.

ამ შესანიშნავ მოზაიკურ კომპოზიციაზე 2010 წელს  იმუშავა ქართველმადიზაინერმა ნატალია ამირეჯიბი დე პიტა. მოზაიკა დამზადდა აბუ-დაბიში, კომპანიაფანტინი მოზაიჩისსახელოსნოში.

მოედნის მთავარი კონსტრუქცია მაღალი კოშკი მუსიკალური საათით, რომელიც ყოველ 3 საათში ერთხელ ზარის დახმარებით საქართველოს ჰიმნს ან ბათუმისადმი მიძღვნილ მელოდიას უკრავს. ამ მელოდიების ფონზე, ზარების ქვეშ იხსნება კარი, საიდანაც ეროვნულ ქართულ სამოსში გამოწყობილფიგურები გამოდიან. ამ დროს, პიაცას ყველა სტუმრის ყურადღება ამ სანახაობაზეა მიპყრობილი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
25, ფარნავაზ მეფის ქ., ბათუმი
info@piazza.ge
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ევროპის მოედანი
ევროპის მოედანი

მოედანი ბათუმი