ევროპის მოედანი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ბათუმში, სადაც ყველაზე კარგად იგრძნობა ქალაქის მაჯისცემა. სწორედ აქ იდგმება ყოველწლიურად საახალწლო ნაძვისხე და ტარდება უამრავი მუსიკალური ფესტივალი თუ გასართობი ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ ევროპის მოედანმა ბოლო წლებშიარაერთ საერთაშორისო დონის კონცერტს უმასპინძლა.
ევროპის მოედნის არქიტექტურულ სახეს მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული შენობები განსაზღვრავენ, რომლებიც ევროპელი არქიტექტორების მიერ არის დაგეგმარებული და თავის დროზე ქალაქის უმდიდრეს ადამიანებს ეკუთვნოდათ. 1893 წელს მოედანი ბაქო-ბათუმის რკინიგზის მონაკვეთის ბოლო პუნქტს წარმოადგენდა და სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. ევროპის მოედანი ძველი ბათუმის ერთ-ერთ უმთავრეს ქუჩას, ყოფილ მარინსკის პროსპექტს ემეზობლება, რომელიც გამორჩეულია კლასიკური არქიტექტურის სტილის უამრავი ლამაზი შენობით.
ევროპის მოედანზე განლაგებული ახალი შენობების და ფასადების საუცხოოშეხამება განსაკუთრებით მკვეთრი და ლამაზია ღამით.
მოედნის ერთ მხარეს, მაღალ პიედესტალზე დგას ბერძნული მითის „არგონავტების“ ერთ-ერთი გმირის - მედეას ქანდაკება ოქროს საწმისით ხელში. არგონავტების მითის თანახმად, ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად კოლხეთს არგონავტები ეწვივნენ. მათი მეთაურის, იაზონის სიყვარულით მოჯადოებული მედეა დაეხმარა ბერძნებს კოლხთა კეთილდღეობის სიმბოლოს - ,,ოქროს საწმისის“ მოპარვაში და მათთან ერთად გაიქცა კიდეც სამშობლოდან.
მოედნის ცენტრში განთავსებულია შადრევანი, რომელიც ბავშვებისუსაყვარლესი ადგილია ცხელი ზაფხულის დღეებში.
ევროპის მოედნის გარშემო შესანიშნავი კაფეები და რესტორნებიაგანლაგებული, სადაც უგემრიელეს აჭარულ და ევროპულ კერძებსდააგემოვნებთ.
მოედანი ბათუმი