პარკი ორგანულად ერწყმის ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლს და ბათუმის ბულვარის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს. ცენტრალური ადგილმდებარეობის მიუხედავად, წლის ნებისმიერ დროს აქ სიმყუდროვე, სიწყნარე და სასიამოვნო მიკროკლიმატი დაგხვდებათ.
 
პარკის დიზაინსა და კონცეფციაზე იმუშავა წამყვანმა დანიურმა კომპანიამ MASU Planning. ორ ჰექტარზე გადაჭიმული ტერიტორია განსაკუთრებული, ბუნებრივად არაერთგვაროვანი ლანდშაფტით გამოირჩევა, რაც საქართველოს რელიეფის მრავალფეროვნებას მოგვაგონებს. აქ ერთ სივრცეში შევხვდებით სანაპიროს ქვიშიან დიუნებს, მტკნარი წყლის ჭაობიან ნიადაგს, ფოთლოვანი ტყის ნიმუშებსა და კლდოვან რელიეფებსაც კი. პარკის განაშენიანების პროცესში შენარჩუნდა არსებული ძველი ხე-მცენარეები და დაირგო 210-ზე მეტი ახალი ადგილობრივი თუ უცხოური სახეობა, მათ შორის: კავკასიური ლაფანი, კლდის მუხა, გინკგო, ნისა, დიდყვავილა მაგნოლია, გარდენია, კალისტემონე, ბუტია კაპიტატა, ფარსმანდუკი და სხვა. საგანგებოდ შერჩეული ათი ათასობით ყვავილისა და ბალახის (უსუპი, სალბი, გვირილა, შროშანა, ქონდარი და სხვა.) ერთობლიობა ბუნებრივ ჰარმონიასა და უნიკალურ სურნელებას ქმნის.
 
პარკი მოიცავს:
პადელის კორტებს;
მინი ფეხბურთის მოედანს;
საბავშვო გასართობ ზონებს;
საპიკნიკე-მოსასვენებელ სივრცეებს;
საფეხმავლო და ველობილიკებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
4, გოგებაშვილის ქ., ბათუმი
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ევროპის მოედანი
ევროპის მოედანი

მოედნები და პარკები ბათუმი

ბათუმის ცენტრალური პარკი (6 მაისის პარკი)
ბათუმის ცენტრალური პარკი (6 მაისის პარკი)

მოედნები და პარკები ბათუმი

პიაცა
პიაცა

მოედნები და პარკები ბათუმი

საოცრებათა პარკი
საოცრებათა პარკი

მოედნები და პარკები ბათუმი

ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი

მოედნები და პარკები ბათუმი