ბათუმი, პატარა და მყუდრო ქალაქი - საქართველოსა და მთელი შავიზღვისპირეთის  ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრია, რომლის განვითარების ტემპი გაოცებთ, კონტრასტები გაკვირვებთ, სიმწვანე კი გამშვიდებთ. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ბრენდული თუ დაბალბიუჯეტური სასტუმროები და მრავალფეროვანი სერვისი, ქალაქის სტუმრებს დროის სასიამოვნოდ გატარებას ჰპირდება.

ყველაზე შთამბეჭდავი ბათუმური კონტრასტი- ზღვისა და მთების საოცარი სიახლოვეა. კავკასიონის მთებისა და შავი ზღვის ჰაერის სინთეზი განსაკუთრებულ ბრიზს და ულამაზეს პეიზაჟებს ქმნის. ასევე საოცარი კონტრასტია ძველი და თანამედროვე ბათუმის შერწყმა, პირველი- თავისი ვიწრო ქუჩებით, საუკუნოვანი სახლებით, ორიგინალური ეზოებითა და სამლოცველოებით, მეორე კი ცათამბჯენებით, თანამედროვე შენობებით, კაფე-რესტორნების დიდი არჩევანითა და სიჭრელით. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები ძველ ბათუმსა და ბათუმის ბულვარშია თავმოყრილი.

ყველა ამ აქტივობის გარდა, ბათუმის სანაპიროსთან ახლოს ბევრი ღირსშესანიშნაობა და ცნობილი ძეგლია, რომლის ნახვა დამსვენებლებისთვისაც საკმაოდ საინტერესოა. ასეთ ცნობილ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, მაგალითად,  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინეტიკური ძეგლი “ალი და ნინო”. ასევე, აუცილებლად სანახავია საოცრებათა მოედანზე მდებარე ანბანის კოშკი, საიდანაც  ულამაზესი პანორამული ხედები იშლება ქალაქსა და შავ ზღვაზე.


ბათუმში საცურაო სეზონი, ძირითადად, მაისის ბოლოს იხსნება, როდესაც ზღვის წყლის ტემპერატურა 18°C-ს აღწევს, სეზონის პიკში ზღვა +27°C -მდე თბება. ჰაერის ტემპერატურა კი ზაფხულის თვეებში +24°C -+30°C -ია (ზოგჯერ მეტიც). ზღვაში ბანაობის შემდეგ, ბულვარის საუკუნოვანი ხეების ჩრდილში განტვირთვა და ფიჭვის, დაფნისა და ევკალიპტის ხეების ჟანგბადის სუნთქვა ნამდვილი ნეტარებაა. საღამოს კი - ბულვარის ხეივნებში ან 7 კილომეტრიან საველოსიპედო ბილიკზე სეირნობა და სანაპიროებზე მდებარე ბარებსა თუ ბუნგალოებში გართობა გელით. 

 

 

გაზიარება

ღირსშესანიშნაობები

ყველა
კოლონადები
კოლონადები

ისტორიული ძეგლი ბათუმი

ბათუმის სომხურ-გრიგორიანული ეკლესია
ბათუმის სომხურ-გრიგორიანული ეკლესია

საკულტო ნაგებობები ბათუმი

ახალი პარკი
ახალი პარკი

მოედნები და პარკები ბათუმი

სად დავრჩე

ყველა
წერეთელი პალასი
წერეთელი პალასი

სასტუმრო ბათუმი

ბოტანიკალ ფერედაის
ბოტანიკალ ფერედაის

საოჯახო სასტუმრო ბათუმი

ველმონდი
ველმონდი

სასტუმრო ბათუმი

მზიას კოტეჯები
მზიას კოტეჯები

კოტეჯი ბათუმი

მეტროპოლი
მეტროპოლი

სასტუმრო ბათუმი

კვება

ყველა
რესტორანი "Secret of Mandarin"
რესტორანი "Secret of Mandarin"

რესტორანი ბათუმი

კაფე დემა
კაფე დემა

კაფე ბათუმი

აჭარული სახლი
აჭარული სახლი

რესტორანი ბათუმი

ბარი 48
ბარი 48

ბარი ბათუმი

მეგობრობა
მეგობრობა

კაფე ბათუმი

აქტივობები

ყველა
გრანდ ბელაჯიო ბათუმი
გრანდ ბელაჯიო ბათუმი

სამორინე ბათუმი

მოცეკვავე შადრევანი
მოცეკვავე შადრევანი

ატრაქცია ბათუმი

სწრაფი გემი
სწრაფი გემი

წყლის გართობა ბათუმი

Cleopatra Spa Welmond
Cleopatra Spa Welmond

მასაჟი ბათუმი

კაზინო პრინცესა
კაზინო პრინცესა

სამორინე ბათუმი

ველოსიპედები
ველოსიპედები

ველოსიპედი ბათუმი