სარფი

საზღვრისპირა საკურორტო დაბა-სარფი  ბათუმიდან 20 კმ-ში მდებარეობს. აქედან უკვე მოჩანს მეზობელი თურქეთის ტერიტორია.
მთის ქედები აქ მაქსიმალურად ახლოსაა ზღვასთან. პლაჟი არც ისე დიდი, მხოლოდ 3 კილომეტრია, თუმცა,  აჭარის სანაპიროებიდან ის ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი მთაგორიანი ბუნებით, წვრილკენჭოვანი სანაპიროთი და გამჭვირვალე წყლით.ამასთან, ეს ერთადერთი ადგილია აჭარაში, სადაც ზღვაში კლდიდან ხტომას შეძლებთ.

სარფი-ეს არის ადგილი, სადაც ძველი ქართული ეთნოსი-ლაზები ცხოვრობენ, რომლებიც ახლაც ინარჩუნებენ მათ უძველეს კულტურას და ენას. 

აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჩანჩქერი.

განთავსება შეგიძლიათ როგორც სასტუმროებში, ასევე საოჯახო სასტუმროებში. პლაჟზე ქირავდება შეზლონგები და პლაჟის ქოლგები. სარფის სანაპიროზე მრავალფეროვანი  საზღვაო აქტივობებითაც შეგიძლიათ დაკავდეთ. ასევე, თუ დაივინგის მოყვარული ხართ,  წყალქვეშა სამყაროთი ინტერესდებით და ცოტა ექსტრემიც მოგწონთ, სარფის სანაპირო ერთ-ერთია, სადაც შეძლებთ  შავი ზღვის ფსკერისკენ ჩაყვინთოთ და თვალი შეავლოთ რიფებსა და თევზებს.

სარფში მდებარეობს სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომლის გავლის შემდეგ თურქეთში მოხვდებით როგორც ფეხით, ასევე მანქანით.

გაზიარება

ღირსშესანიშნაობები

ყველა

სად დავრჩე

ყველა
დავიდ (სეზონური)
დავიდ (სეზონური)

საოჯახო სასტუმრო სარფი

გლემფინგ ვილიჯ
გლემფინგ ვილიჯ

გლემფინგი სარფი

ლაზეთი ინნ
ლაზეთი ინნ

კოტეჯი სარფი

პენტ ჰაუს №1
პენტ ჰაუს №1

საოჯახო სასტუმრო სარფი

სარფი ინნ (სეზონური)
სარფი ინნ (სეზონური)

საოჯახო სასტუმრო სარფი

მარკო პოლო სარფი
მარკო პოლო სარფი

კოტეჯი სარფი

კვება

ყველა
ოქროს საწმისი
ოქროს საწმისი

კაფე სარფი

დანკინ
დანკინ

რესტორანი სარფი

აქტივობები

ყველა