კინტრიშის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკი ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანასა და ხინოს მთებს შორის ზღვის დონიდან 300-2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, მისი საერთო ფართობი 13514 ჰა- ს შეადგენს. ხეობა ბათუმიდან 55 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო ქობულეთიდან ნაკრძალამდე 24 კილომეტრია.

კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს დაარსდა. 2019 წლიდან დაცული ლანშაფტი გაუქმდა და დაარსდა კონტრიშის ეროვნული პარკი, სადაც გამოყოფილია სხვადასხვა ზონები:

1. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

2. ვიზიტოთა ზონა;

3. ტრადიციული გამოყენების ზონა.

კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე ორი სხვადასხვა სირთულის ტურისტული ბილიკია. პირველი ბილიკი 1.200 კმ-იანია, მარშრუტზე მსველელობის დროს ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ  ამავე ბილიკზე, სოფელ ცხემვანაში არსებული ვიზიტორთა თავშესაფრით, საპიკნიკე და საკარვე ადგილით. მეორე მარშრუტი საშუალო სირთულისაა და ორ დღიანი, მარშრუტი იწყება ცხემვანას ვიზიტორთა თავშესაფრიდან და გზა გრძელდება ტბიყელის ტბისკენ, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრ სიმარლეზე მდებარეობს. ტბაში ბინადრობს  კავკასიური ტრიტონი, რომელის წითელ ნუსხაშია შეტანილი. მარშრუტის მანძილი ტბამდე 16 კილომეტრია. მარშრუტზე გადაადგილება შესაძლებელია როგორც ფეხით ასევე ცხენით.

კინტრიშის ნაკრძალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად შეზღუდულია ადამიანთა დაშვება. ნაკრძალში ვიზიტორთა შესვლა ნებადართულია მხოლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით. ხოლო კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეიძლება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ბილიკებზე

კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, რეკრეაცია და ტურიზმი.

მიმდებარე სოფლების დათვალიერება, კულტურულ - ისტორიული ღირსშესანიშნაობების, ეკლესია მონასტრების, მე-12 საუკუნის ხიდის მონახულება.

ვიზიტორთათვის დაშვებულია:

  • მონიშნულ ბილიკზე სეირნობა;
  • ცხენით ან ფეხით გადაადგილება;
  • სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა სპეციალური ნებართვით;
  • საპიკნიკე და საკარვე ადგილებით სარგებლობა;
  • კოცონის დანთება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში;
  • ფოტო და ვიდეო გადაღებები, ხატვა ველურ ბუნებაში;
  • ფრინველებზე, ცხოველებსა და ბუნებაზე დაკვირვება;

განთავსება და კვება:

განთავსება შესაძლებელია ადგილობრივ საოჯახო სასტუმრო სახლებში. ღამისთევა საუზმით ღირებულება 30-40 ლარი

კინტრიშის ეროვნულ პარკის სერვისებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დაცული ტერიტორიების ოფიციალურ ვებ საიტზე Info@apa.gov.ge

ან  დარეკოთ მითითებულ ნომერზე :+995 (577) 59 21 12


სხვა დაცული ტერიტორიები