მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა  მოქცეული და ბათუმიდან 25, ხოლო ქობულეთიდან - 27 კილომეტრში მდებარეობს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი (15580.78 ჰა) ბუნებრივ-რეკრეაციული  ზონა, რომელიც ზღვის დონიდან 1335 მეტრზე აღმართულ მთა მტირალაზე მდებარეობს და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ყველაზე ტენიანი ადგილია. აქ ძალიან ხშირად წვიმს და სქელი ნისლი წვება, სწორედ ამიტომ ეწოდა ამ მთას სახელი -მტირალა“.

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია მდიდარია ფლორითა და ფაუნით. აქაურ  წაბლნარებში, წიფლნარებსა და კოლხური ტიპის შერეულ ტყეებში  შეხვდებით აჭარა-ლაზეთის იშვიათ, ენდემურ და საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ისეთ სახეობებს, როგორიცაა: გაულთერიასმაგვარი ეპიგეა, ფურისულა, მედვედევის არყი და სხვა, ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელ, უნიკალურ მარადმწვანეშქერის ბუჩქებს. მტირალას ეროვნული პარკი თავისი გამორჩეული კოლხური ტყეებით იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული.

მტირალა, ასევე, მდიდარია ფაუნით და გამოირჩევა ცხოველთა თუ ფრინველთა სახეობათა მრავალფეროვნებით. თუ ფრინველებზე დაკვირვება გიტაცებთ, მაშინ აქ დაუვიწყარი სანახაობა გელით, რადგან მტირალას ეროვნული პარკი მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია. 

პარკის ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის ფუნქციონირებს ეკო-საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია ოკების პარკი“. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ საცხენოსნო, სალაშქრო და სამეცნიერო ტურებით.

მტირალაზე შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ ან ორდღიანი ტურისტული მარშრუტი. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია საპიკნიკე, საკემპინგ და კოცონის დასანთებად გამოყოფილი ადგილები. ბილიკის მე-9 კმ-ზე ტურისტული თავშესაფარი შეგხვდებათ, სადაც დაისვენებთ და ღამისაც გაათევთ.

მტირალას ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე 2 მარკირებული და კეთილმოწყობილი ბილიკია: წაბლნარას - 7 კმ  (1 დღე) და ცივწყაროს - 16 კმ (2 დღე). ორი მთის ბილიკი კი ახლომახლო მდებარე გარდამავალ მარშრუტებს აკავშირებს ერთმანეთთან.

წაბლნარას ბილიკი

მანძილი -7კმ

ხანგრძლივობა- 1 დღე

ტიპი- საფეხმავლო

დაძლევის დონე - მარტივი

მარშუტი ზღვის დონიდან 265-442 მეტრზე მდებარეობს, სოფელ ჩაქვისთავიდან იწყება და შემეცნებით-გასართობი დანიშნულებისაა. ის აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ადგილს - ჩანჩქერსა და ტბას. ბილიკს მომხიბვლელს ხდის ქვეტყე, რომლის შემადგენლობაშია: წყავი, პონტოს შქერი, უნგერნის შქერი,  კოლხური ბზა და სხვადასხვა სახის სურო.

ბილიკის ღირსშესანიშაობაა კოლხურ ბზ და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 18 მეტრს აღემატება და კლდეებს შორის მდინარის მორევისგან შექმნილი ტბა. ჩანჩქერთან, ველური ბუნების წიაღში მოწყობილია სპეციალური საკემპინგ ადგილი, ხოლო ტბასთან საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ლოკაციები.

ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ბილიკზე მოწყობილი ექსტრემალური გასართობი სერვისით ზიპლაინით  და მაღალ ხეებს შორის დახრილად გაბმულ 200 -ის სიგრძის ბაგირზე დასრიალდენ. პარკში, ასევე, მოწყობილია 17 წინაღობისგან შემდგარი, 209 მეტრიანი (67 და 142 მეტრი) შემეცნებით-გასართობი ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციათოკების პარკი.

ცივწყაროს ბილიკი

მანძილი -16 კმ

ხანგრძლივობა - 2 დღ

 ტიპი - საფეხმავლო

დაძლევის დონე- საშუალო

ორდღიანი მარშრუტი ცივწყაროს ბილიკზე . .-დან 260 -ზე მდებარე ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და . .-დან 1 250 -ზე სრულდება. დასაწყისი წარმოდგენილია კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი შერეული ტყით, ბილიკის დასასრულს კი, უმეტესად, წიფლნარია. გარდა მცენარეული საფარისა, შესაძლებელია მურა დათვი, შველი, კვერნ, მაჩვი, არჩვი და ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენელი ან მათი ნაკვალევიც შეგვხვდეს.

მარშრუტის გავლისას, გზად ბუნებრივი წყაროები გვხვდება. აქ ვიზიტორებისთვის მოწყობილია რვა ადამიანისთვის განკუთვნილი ტურისტული თავშესაფარი, სველი წერტილი, ცეცხლის დასანთები და საპიკნიკე ადგილები. აღნიშნულ მარშრუტზე, ძირითადად, გვხვდება ხელუხლებელი, უღრანი  ტყე, სადაც სამეცნიერო დაკვირვებებ აწყობენ ფლორასა და ფაუნაზე.

ორი მთის ბილიკი

მანძილი - 33,5 კმ

ხანგრძლივობა - 3-დღ

ტიპი- საფეხმავლო

დაძლევის დონე - საშუალო

33,5 კმ სიგრძის, გამჭოლი ტიპის ბილიკი მოიცავს მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიას, ქედის მუნიციპალიტეტის 3 სოფელს ზუნდაგა, მახუნცეთი, პირველი მაისი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავს. მარშუტის დაწყება შესაძლებელია სოფელ ორთაბათუმის ცენტრიდან და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზიდან სოფლების- ზუნდაგა, მახუნცეთი და პირველი მაისის ასახვევიდან. ყველა ზემოაღნიშნული არეალიდან ბილიკი მიემართება მტირალას მთაზე განთავსებული საპიკნიკე და საკარვე ადგილებისკენ, ულამაზესი წიფლის კორომების გავლით, რომელიც ზღვის დონიდან 1 263 -ზე მდებარეობს. ბილიკის მთავარი ღირსშესანიშნაობებია დიდი და პატარა მთა მტირალა, პანორამული ხედები, კოლხური ტიპის ხელუხლებელი ტყე, ბუნებრივი წყაროები და ჩანჩქერები. ორი მთის ბილიკზე, ასევე, შესაძლებელია მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენელთა ან მათი ნაკვალევის ნახვა.

ორი მთის ბილიკზე ვიზიტორებისთვის მოწყობილია  5 ტურისტული თავშესაფრი თავისი საცეცხლურებითა და სველი წერტილებით.  ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ორი მთის ბილიკიდან გადავიდნენ ცივწყაროს ბილიკზე და განთავსდნენ ცივწყაროს 8 ადგილიან ტურისტულ თავშესაფარში, აქვე არის 20 ადამიანზე გათვლილი საპიკნიკე ფანჩატური. ორი მთის ბილიკის ყველა თავშესაფართან მოწყობილია სპეციალური ადგილები კარვის გასაშლელად.

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მსურველთათვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელი ყოროლისთავის მხრიდან  მოწყობილია ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა  და 6 ადამიანზე გათვლილ საპიკნიკე ფანჩატური.

 

 


საკონტაქტო ინფორმაცია:
ჩაქვისთავი, ქობულეთი
www.apa.gov.ge ; www.nationalparks.ge
(+995) 577 10 18 89 ; (+995) 577 64 04 75
mtiralapa@gmail.com
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისპანის ტორფნარი
ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისპანის ტორფნარი

ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი

კინტრიშის ეროვნული პარკი
კინტრიშის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი