კინტრიშის ეროვნული პარკი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის მდებარეობს, ზღვის დონიდან 300-2500 მეტრ სიმაღლეზე. კინტრიში ბათუმიდან 55 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ქობულეთის ცენტრიდან 24 კილომეტრით. მისი საერთო ფართობია 13 514 ჰა.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული ნაკრძალი და დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს შეიქმნა. ნაკძალი, რომელიც მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად დაარსდა, ხასიათდება ძალზე ტენიანი ჰავით, რთული, მთიანი და მრავალფეროვანი რელიეფით

2019 წლიდან კინტრიშის დაცული ლანდშაფტი გახდა  ეროვნული პარკი, სადაც გამოყოფილია სხვადასხვა ზონა:

1. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

2. ვიზიტორთა ზონა;

3. ტრადიციული გამოყენების ზონა.

კინტრიშის ნაკრძალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად შეზღუდულია ადამიანთა დაშვება. ნაკრძალში ვიზიტორთა შესვლა მხოლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნითაა ნებადართულიკინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეიძლება სპეციალურად გამოყოფილ ბილიკებზე.

კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, რეკრეაცია და ტურიზმი. კინტრიშის ნაკრძალი შედის იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში

აქტივობები

მიმდებარე სოფლების დათვალიერება, კულტურულ - ისტორიული ღირსშესანიშნაობების, ეკლესია მონასტრების, მათ შორის, IX საუკუნით დათარიღებული ხინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძრის და მე-12 საუკუნის ხიდის მონახულება.

ვიზიტორთათვის დაშვებულია:

მონიშნულ ბილიკებზე სეირნობა;
ველოსაქირავება;
სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა სპეციალური ნებართვით;
საპიკნიკე და საკარვე ადგილებით სარგებლობა;
კოცონის დანთება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში;
ფოტო-ვიდეო გადაღება და ხატვა ველურ ბუნებაში;
ფრინველებზე, ცხოველებსა და ბუნებაზე დაკვირვება;


კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე ორი სხვადასხვა სირთულის ტურისტული ბილიკია:

პირველი ბილიკი - 1,200 -იანია, მარშრუტზე მსვლელობისას ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ამავე ბილიკზე, სოფელ ცხემვანში არსებული ვიზიტორთა თავშესაფრით, საპიკნიკე და საკარვე ადგილებით.

მეორე ბილიკი - საშუალო სირთულისაა და ორდღიანია. მარშრუტი იწყება ცხემვანის ვიზიტორთა თავშესაფრიდან და გზა ტბიყელის ტბისკენ გრძელდება, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2000  სიმაღლეზე მდებარეობს. ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. მარშრუტის მანძილი ტბამდე 16 კილომეტრია

სერვისები

განთავსება და კვება:

განთავსება შესაძლებელია ტურისტულ თავშესაფარში, ასევე ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებშიც. ღამისთევა საუზმით: 50-60 ლარი.

კინტრიშის ეროვნული პარკის სერვისებთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დაცული ტერიტორიების ოფიციალურ ვებგვერდზე: Info@apa.gov.ge

ან  დარეკოთ ნომერზე :+995 577 59 21 12

როგორ მოვხვდეთ:

1. სამარშრუტო ტაქსი: ბათუმი - ქობულეთი, მგზავრობის ღირებულება - 3 ლარი

2. მიკროავტობუსი (ქობულეთიდან სოფელ ჭახათამდე, ღირებულება 1,00 ლარი. ხანგრძლივობა 40 წთ.);

3. ტაქსი ბათუმიდან, ღირებულება 120-150 ლარი;


საკონტაქტო ინფორმაცია:
ქობულეთი
www.apa.gov.ge
(+995) 577 59 21 12

დამატებითი ინფორმაცია:
00:00-00:00
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისპანის ტორფნარი
ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისპანის ტორფნარი

ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი

მტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი

ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი