თხილვანის იაილები აჭარის მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობის - ხიხანის ციხის ახლო ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ მოხვედრა  ორი მხრიდან შეგიძლიათ, როგორც სოფელი ხიხაძირიდან, ასევე გოდერძიდან, იაილები უღელტეხილიდან მხოლოდ 12 კმ-ით არის დაშორებული.

თხილვანის იაილები,  მაღალმთიანი აჭარის სხვა იაილების მსგავსად, ძირითადად, ზაფხულის საძოვრებს წარმოადგენს, სადაც გვიან გაზაფხულზე მემთევრები საქონელს გადმორეკენ  ხოლმე და მთელ ზაფხულს ოჯახებით აქ ატარებენ. ამ პერიოდში ეს ადგილი ძალიან ხალხმრავალი და სიცოცხლით სავსეა, ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ.

თხილვანის იაილები გამოირჩევა განსაკუთრებული მდებარეობით და ულამაზესი ხედებით. იქვეა  ცნობილი შუამთის ტბებიც, რომლის ირგვლივ მემთევრების პატარ-პატარა ხის სახლები დგას. განსაკუთრებულ იდუმალებას ამ ადგილს ანიჭებს ნისლი, რომელიც საკმაოდ ხშირია.

 

აქტივობები
თხილვანას მენჰირის, იაილების, შუამთის ტბების, ხიხანის ციხის მონახულება

 

როგორ მოვხვდეთ
მიკროავტობუსი: ბათუმი-თხილვანას მიმართულებით, ტრანსპორტი გადის ყოველ დღე, დღეში 1-ჯერ, ფასი 10 ლარი
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1

გაზიარება