ქართული ანბანის ორიგინალური, მრგვალი ფორმის ასოები ყოველთვის აღაფრთოვანებდა ბათუმის სტუმრებს.  2016 წელს, UNESCO-მ მსოფლიოს 14 უნიკალურ ანბანთაგან ერთ-ერთი, ქართული ანბანი მსოფლიოს არამატერიალურ კულტურათა სიაში შეიტანა. ალბერტო დომინგო კაბო კიდევ უფრო შორს წავიდა და ქართული ანბანი ბათუმის ბულვარში მდებარე კოშკზე შემოხვეულ დნმ-ის ფორმის ლენტაზე მოათავსა.

ბათუმი არაერთი შესანიშნავი და განსხვავებული ტურისტული ობიექტითხიბლავს საკურორტო ქალაქის სტუმრებს, რომელთა შორის, თავისიორიგინალურობით განსაკუთრებით გამოირჩევა ბათუმის ბულვარის ჩრდილო ნაწილში, კონცხთან მდებარე ანბანის კოშკი.  

ანბანის კოშკი 130 მეტრის სიმაღლის, დნმ-ის ფორმის ლითონის კონსტრუქციაა, რომელზეც, დახრილი წრიული ფორმით, თანმიმდევრულად არის განლაგებული თანამედროვე ქართული ანბანის - მხედრული ასოები.

33 ასო-ბგერით წარმოდგენილი თანამედროვე ქართული ანბანერთ-ერთიამსოფლიოს ორიგინალურ დამწერლობათა შორის. მრავალწლიანი და რთული ისტორიის მანძილზე, საქართველოში სამი სახის ანბანი შეიქმნა,აცქართველი ერის  უნიკალურობის  ერთგვარი გამოხატულებაა. ანბანის კოშკიც,ქართული ასოებით და თავისი განსხვავებული კონსტუქციით,ინდივიდუალიზმის და ორიგინალურობი ნიმუშია.

ანბანის კოშკის მშენებლობა 2010 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო და 2011 წლისდეკემბერში დასრულდა. კოშკის აგებაზე ესპანური კომპანია CMD Ingenierosმუშაობდა, არქიტექტორია -ალბერტო დომინგო კაბო.

თავისი განსაკუთრებული სტრუქტურის და ხელსაყრელი მდებარეობისწყალობით, ანბანის კოშკი კარგი საშუალებაა ქალაქის პანორამული ხედების, თებისა და ზღვის აკვატორიის დასათვალიერებლად, განსაკუთრებით კი მზის ჩასვლის დროს.  

ანბანის კოშკის ზედა ნაწილი ორსართულიანია, სადაც რესტორანი და ქალაქზე გადასახედია განთავსებული. კოშკში მოხვედრა ლიფტის საშუალებითაც  შეიძლება და კიბითაც, რომელიც ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საფეხმავლო კიბეს წარმოადგენს.

₾5-20

საკონტაქტო ინფორმაცია:
, საოცრებათა პარკი, ბათუმი
(+995) 514 15 22 55
alphbtower@gmail.com

დამატებითი ინფორმაცია:
10:00-00:00
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება