მსოფლიოში  იშვიათად იპოვი ისეთ ქალაქებს, რომლებიც ერთსა და იმავეგრძედსა და განედზე მდებარეობენ. ქალაქი ბათუმი კი სწორედ ასეთ იშვიათგამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება.

გეოგრაფიული გრძედი და განედი ეს არის კარტოგრაფიულ სიმბოლოთაერთობლიობა, რომლებიც   გეოგრაფიულ ობიექტ .. მისამართს ანიჭებენრუკაზე.

ბათუმის მისამართია - 41°3 / 41°3  და მისი განმსაზვრელია  საზღვაო შუქურა,რომელიც ბათუმის ბულვარში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ორმცდამეერთე პარალელისა და დედამიწის აღმოსავლეთ ნაწილის ორმოცდამეერთე მერიდიანის გადაკვეთის ადგილას დგას.

პირველი შუქურა აქ 1863 წელს, ჯერ კიდევ ბულვარის განაშენიანებამდე აიგო.იგი თუჯის სვეტს წარმოადგენდა, რომელზეც დიოპტრიული ნათურა იყოდამონტაჟებული. 1882 წელს  ფრანგმა კონსტრუქტორებმა ძველი ნაგებობისადგილას ქვის რვაწახნაგოვანი ფორმის შუქურა ააგეს და მის ზედა ნაწილზეცილინდრის ფორმის მცირე სანათი კოშკ მოწყობილობა განთავსეს. აგერ უკვე 150 წელზე მეტია ეს შუქურა მიართულებას აძლევს შავ ზღვაში შემოსულგემებს. მისი ნათება 14 საზღვაო მილს წვდება

შუქურის ნაგებობაში განთავსებულია ჰიდროგრაფიული სამსახური, სადაცსინოპტიკოსები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ და  აკვირდებიან მეტეოპირობებს.

ბათუმის შუქურა თავისი დროის საინჟინრო ხელოვნების პროგრესული ნიმუშია,ჩვენი ქალაქის ერთერთი მთავარი სიმბოლო და დღემდე უამრავი ვიზიტორისინტერესს იწვევს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბათუმი
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ასტრონომიული საათი
ასტრონომიული საათი

შენობა ბათუმი