ხინოწმინდის ეკლესია IX საუკუნის ძეგლია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საეპისკოპოსო ცენტრი იყო და მისი რეაბილიტაცია განსაკუთრებული კულტურული ღირებულების მქონეა.

ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემელის ეკლესია მდებარეობს მდ. კინტრიშის შენაკადის საკირისღელის მარჯვენა სანაპირო ზოლში. აქედან შესანიშნავად მოსჩანს მთელი შემოგარენი კარგა მოზრდილ მანძილზე. ეკლესია საკმაოდ დაზიანებულია. ზოგან კედლების სიმაღლე 2­3 მეტრს აღწევს. მისი სიგრძეა 18 მ, ხოლო სიგანე­ 10 მ. ეკლესიას შესასვლელები გამართული ქონდა სამხრეთითა და დასავლეთით. დარბაზს აღმოსავლეთით აქვს საკურთხეველი ღრმა ბემით, ხოლო მის ჩრდილოეთითა და სამხრეთით სწორკუთხა ფორმის სადიაკვნე და სამკვეთლოა მოწყობილი. ამ ტიპის ეკლესიები ძირითადად ადრექრისტიანული ხანიდან XI საუკუნემდე იგება. შემდეგში კი ერთეულების სახით გვხვდება, რადგან წამყვანი ხდება გუმბათიანი ტაძრები. ხინოს ეკლესია სწორედ გვიანი ხანის ბაზილიკებს მიეკუთვნება და იგი შეიძლება IX­X სს დათარიღდეს. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ხინოწმინდა, ქობულეთი
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ჩაქვის მთავარანგელოზთა ტაძარი
ჩაქვის მთავარანგელოზთა ტაძარი

საკულტო ნაგებობები ქობულეთი

ზედა სამების ეკლესია
ზედა სამების ეკლესია

საკულტო ნაგებობები ქობულეთი

წმ. გიორგის  სახელობის ეკლესია
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

საკულტო ნაგებობები ქობულეთი

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია

საკულტო ნაგებობები ქობულეთი

ვარჯანაულის ქეთევან წამებულის ეკლესია
ვარჯანაულის ქეთევან წამებულის ეკლესია

საკულტო ნაგებობები ქობულეთი

გვარას ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია
გვარას ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია

საკულტო ნაგებობები ქობულეთი