კვირიკეს მეჩეთი აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მდებარეობს. იგი 1865–1866 წლებშია აგებული არჰაველი ლაზი ოსტატის მიერ. საბჭოთა პერიოდში, დანარჩენი აჭარული მეჩეთების მსგავსად, კვირიკეს ჯამეც დაიკეტა და მარცცვლეულის საწყობად გამოიყენებოდა. მეჩეთში 1990-იანი წლებიდან ღვთისმსახურება აღდგა. კვირიკეს მეჩეთი ქვის საძირკველზე შემოდგმულ ხის ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც კვადრატთან მიახლოებული გეგმა აქვს. იგი შემკულია მდიდრულად მოჩუქურთმებული ბოძებითა და რიკულებით. პირველი სართული გახსნილია ღია აივნით. ნაგებობა გამოირჩევა ინტერიერის ფერადოვანი მოხატულობით და ოსტატურად შესრულებული ხეზე კვეთის ნიმუშებით. მეჩეთში ორფრთიანი კარებით შევდივართ, რომელიც შროშანის სტილიზებული რტო-ყვავილოვანი სახეებითა და წნულებით არის შემკული. შენობა ძლიერად შვერილი კრამიტის სახურავით სრულდება. კვირიკეს მეჩეთი აჭარული საცხოვრებელი სახლის ხუროთმოძღვრულ სახესხვაობას წარმოადგენს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
კვირიკე, ქობულეთი
გაზიარება

მსგავსი ადგილები

გვარას ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია
გვარას ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია

საკულტო ნაგებობები ქობულეთი

ვარჯანაულის ქეთევან წამებულის ეკლესია
ვარჯანაულის ქეთევან წამებულის ეკლესია

საკულტო ნაგებობები ქობულეთი

ჩაქვის მთავარანგელოზთა ტაძარი
ჩაქვის მთავარანგელოზთა ტაძარი

საკულტო ნაგებობები ქობულეთი

ხინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძარი
ხინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძარი

საკულტო ნაგებობები ქობულეთი

ზედა სამების ეკლესია
ზედა სამების ეკლესია

საკულტო ნაგებობები ქობულეთი

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია

საკულტო ნაგებობები ქობულეთი