მტირალას ეროვნულ პარკ ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა  მოქცეული და ბათუმიდან 25, ხოლო ქობულეთიდან - 27 კილომეტრში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1761 მეტრზე აღმართულ მთა მტირალაზე. ეს ადგილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ყველაზე ტენიანი ადგილია, აქ ძალიან ხშირად წვიმს და სქელი ნისლი წვება. სწორედ ამიტომ ეწოდა ამ მთას სახელი - „მტირალა“.

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად ლაშქრობისას შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ და ორდღიანი ტურისტული მარშრუტი. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია საპიკნიკე, საკემპინგე და კოცონის დასანთებად გამოყოფილი ადგილები. ბილიკის მე-9 კმ-ზე ტურისტული თავშესაფარიც შეგხვდებათ, სადაც დაისვენებთ და ღამისთევასაც შეძლებთ.

თუ ფრინველებზე დაკვირვება გიტაცებთ, მაშინ აქ დაუვიწყარი სანახაობა გელით, რადგან მტირალას ეროვნული პარკი მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია. 

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია მდიდარია ფლორითა და ფაუნით.

პარკის ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის ფუნქციონირებს ეკო-საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ საცხენოსნო, სალაშქრო და სამეცნიერო ტურებით.  მტირალას ეროვნული პარკი თავისი გამორჩეული კოლხური ტყეებით იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშიშესული.

ტურისტული მომსახურების ტარიფები მტირალას ეროვნულ პარკში

ღამისთევა  - 20 ლარი;
სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი;

მტირალას ეროვნული პარკის სერვისებთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დაცული ტერიტორიების ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.nationalparks.ge

კონტაქტი

+995 577 10 18 89

გაზიარება