1892 წელს ინგლისის ნავსადგურ ვესტ ჰართპულიდან ბათუმში მსოფლიოშიპირველი ტანკერი „მიურექსი“ შემოვიდა, რომელმაც ნავთობი გაიტანასინგაპურსა და ტაილანდში. ამ ტანკერმა იმავე წლის 23 აგვისტოს პირველმაგაიარა სუეცის არხიც.
ამ მოვლენამ დაადასტურა მსოფლიო სანავიგაციო სისტემაში ბათუმის საზღვაო პორტის მნიშვნელობა, რომელმაც თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობის წყალობით სასიცოცხლო როლი ითამაშა ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში.
1878 წელს ბათუმის ნავსადგური პორტო-ფრანკოდ გამოცხადდა და 1885 წლამდე შეინარჩუნა ეს სტატუსი.
ბათუმის ბუხტის ღრმაწყლოვანი ნაწილი, მომცრო გემების მისაღებად ძველი დროიდან გამოიყენებოდა ნავსადგურად, თუმცა მაშინ ტვირთბრუნვა უმნიშვნელო იყო. 1883 წელს სარკინიგზო ხაზის, ბათუმი-ბაქოს მშენებლობამ, რომლის საშუალებითაც ნავსადგურიდან ნავთობის ექსპორტი დაიწყო, საფუძველი დაუდო ბათუმის პორტის სწრაფ განვითარებას.
1883 წელს ბათუმის ნავსადგურიდან გამავალმა ნავთობის რაოდენობამ 3 მილიონი ფუთი შეადგინა. ექსპორტის ზრდამ პორტის ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობა გამოიწვია.
ამ მიზნით შემუშავებული იქნა ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და შტორმებისაგან დაცვის პროექტი და 1889 წელს გემების მისაღებად აიგო ნავთობჩამომსხმელი საწარმო და ორი სანავთობო ნავმისადგომი, რომლის სიგრძე 95 მეტრს აღწევდა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, ბათუმი, თავისი მნიშვნელობითა და ტვირთბრუნვით შავი ზღვის უმნიშვნელოვანეს და სტრატეგიულ ნავსადგურად იქცა.
საბჭოთა პერიოდში, ბათუმის ნავსადგურში ტანკერების შესვლისა და მშრალი ტვირთის გადასაზიდად, დამატებით ხუთი ნავმისადგომი აშენდა. ამ დროსტვირთბრუნვა მილიონ ტონას აჭარბებდა.
ბათუმის ნავსადგურის ტერიტორია დაახლოებით 22 ჰექტარს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილი სასაწყობო მეურნეობას უკავია. ნავსადგური მოიცავს ნავთობტერმინალს, მშრალი ტვირთის დასამუშავებელ საკონტეინერო ტერმინალს და საზღვაო ნავსადგურს. მთლიანობაში, ნავსადგურს 11 ნავმისადგომი გააჩნია.
დღეისათვის, ტვირთბრუნვის 80 პროცენტამდე ნავთობპროდუქტებსა და ნედლ ნავთობზე მოდის. ნავსადგურში შეუჩერებლად ხორციელდება სატვირთო ოპერაციები და გემების შემოსვლა. საპორტო ინფრასტრუქტურა მოიცავს მისადგომებს, საწყობებს, გადასატვირთ მექანიზმებს, შიდა სარკინიგზო და საავტომობილი ხაზებს, შემკეთებელ სახელოსნოებს, ავტოსატრანსპორტო პარკს, წყალსადენსა და წყალმომარაგების სისტემას. საპორტო ფლოტი 12 გემს მოიცავს.
2015 წლამდე, ბათუმის ნავსადგურში ბაზირებული იყო საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური.
1954 -1966 წლებში განხორციელებული რეკონსტრუქციის დროს, გააღრმავეს ნავსადგურის ფსკერის სიღრმე, რის შემდეგაც მსხვილტონაჟიანი გემების მიღებაც გახდა შესაძლებელი. 1959 -1962 წლებში აიგო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შენობა.
მეოცე საუკუნის ბოლოს, ბათუმის ნავსადგური საქართველოს საზღვაო ზოლის ძირითად ბაზას წარმოადგენდა. მის ტვირთბრუნვაში მთავარი ადგილი საექსპორტო ნავთობტანკერებს ეკავა, თუმცა, ასევე დიდი როლი ენიჭებოდასაზღვაო მგზავრებისა და ტურისტული საკრუიზო მოგზაურობის დროსაც.
დღეისათვის, ბათუმის ნავსადგური შემაერთებელ სატრანსპორტო ხაზსწარმოადგენს, რომელიც ევროპას აზიასთან აერთებს და პირიქით. საავტომობილო და სარკინიგზო გზებით ნავსადგური კავკასიის, ცენტრალურიაზიის, რუსეთის და თურქეთის ქვეყნებს უკავშირდება. ბათუმის ნავსადგურთანმდებარეობს ასევე იახტკლუბი. აქ შესაძლებელია იახტის დაქირავება და გასეირნება ორი - ბულვარის ან ბოტანიკური ბაღის მიმართულებით. ნებისმიერიმიმართულების არჩევისას, მნახველს ულამაზესი ხედები და დაუვიწყარიშთაბეჭდილება ელოდება.
საკულტო ნაგებობები ბათუმი
საკულტო ნაგებობები ბათუმი
საკულტო ნაგებობები ბათუმი
საკულტო ნაგებობები ბათუმი
საკულტო ნაგებობები ბათუმი
საკულტო ნაგებობები ბათუმი