ბათუმის კოლონადა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია, რომლის სახით, მწვანე ტილოზე ასახული ჭაღარა ანტიკურობა შემოგვცქერის.
რომაული სტილის, მუდამ მწვანეში ჩაფლული ქათქათა კოლონადა 80 წელიაამშვენებს ქალაქს და ბათუმის ბულვარის ერთ-ერთ გამორჩეულღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
ანტიკური სტილის კოლონადის პროექტი 1930 წელს ბათუმელმა ექიმმა ივანე მჭედლიძემ მაქსიმ გორკის დახმარებით ჩამოიტანა იტალიიდან, სადაც სამედიცინო კონფერენციაზე დასასწრებად ჩასული, სტუმრად ეწვია იმ დროს იქ მცხოვრებ მწერალს.
მოგვიანებით, ეს პროექტი ქალაქის საბჭოზე დამტკიცდა და 1934 წელს დაიწყო კიდეც მშენებლობა.
კოლონადის სამშენებლო სამუშაოებს ბათუმის იმდორინდელი მთავარი არქიტექტორი პავლე ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა, უშუალოდ მშენებლობას კი ცნობილი არქიტექტორი ბოგდან კირაკოსიანი, რასაც საფეხურებზე დატოვებული წარწერაც ადასტურებს.
კოლონადა ეს არის სვეტების მწკრივი, რომელსაც ჰორიზონტალური გადახურვა აერთიანებს. მას შენობების გასაფორმებლად ან ცალკე მდგომ ნაგებობად აგებდნენ. განსაკუთრებული პოპულარობა კოლონადებმა მე-18 - მე-19 საუკუნეებში მოიპოვა, როდესაც ბაღებისა და პარკების დასამშვენებლად აშენებდნენ.
ბათუმის ბულვარის კოლონადა 1934 წლიდან წარმოადგენს ქალაქის სავიზიტობარათს და მის სიმბოლოდაცაა ქცეული. თავდაპირველად, კოლონადა ზღვისკარიბჭის როლს ასრულებდა, რადგან, სწორედ აქედან იწყებოდა ზღვის ნაპირი.თუმცა, დროთა განმავლობაში, სანაპირო ზოლმა უკან გადაიწია. დღესდღეობითეს გამორჩეული ადგილია ბათუმის ზღვისპირა პარკში და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ბათუმელები და ქალაქის სტუმრები ხშირად იღებენ სამახსოვრო ფოტოებსკოლონადასთან. აქ იმართება უამრავი კულტურული ღონისძიება, გამოფენა თუსაქორწინო ცერემონია.
კოლონადა თავიდანვე ბათუმის ბულვარის მთავარ შესასვლელად იყო ჩაფიქრებული. იგი დღესაც რჩება ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად და ულამაზეს ღირსშესანიშნაობად.