კვატიის ნაეკლესიარი - მდებაორეობს აჭარაში, ხულოს მუნიცილალიტეტის სოფელ კვატიაში, სოფლის ცენტრიდან 200 მეტრის დაშორებით, შემაღლებულ გორაზე, რომელსაც ადგილობრივები საყდრიყელს უწოდებს. სოფელ კვატიაზე გადიოდა უმოკლესი აბრეშუმის საქარავნე გზა ბათუმიდან შავშეთისა და არდაგანის მიმართულებით.
ეკლესიის აგების სავარაუდო თარიღი XI- XIII საუკუნეებია. ადგილობრივთა გადმოცემით, ეკლესიის კედლები XX ს-ის 60 სრულად ყოფილა შემონახული. შემდეგ მოსახლეობას დაუშლია და მოჩუქურთმებული ქვები სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოუყენებია.
ისტორიული ძეგლი ხულო