თხილვანის მენჰირი (რკინის ხანა, ძვ.წ. VIII-VIIს.)
როდესაც ისტორის დუმს, ქვები ლაპარაკობენ. თუმცა, თხილვანის მენჰირი, როგორც ჩანს, მუნჯი გამოდგა. შესაბამისად, დღემდე არავინ იცის, რა დანიშნულება ჰქონდა მას საუკუნეების წინ. ისევე, როგორც, არ იციან- რა დანიშნულება ჰქონდათ, ზოგადად, მენჰირებს.
მენჰირი მარტივი მეგალითური ნაგებობაა-ვერტიკალური სვეტი,რომლის სიმაღლეც ზოგჯერ ოც მეტრს აღწევს. არქეოლოგების აზრით, მენჰირები დაკრძალვის რიტუალთან იყო დაკავშირებული. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს ლოდები მნიშვნელოვან თარიღების აღსანიშნავად იდგმებოდა, ან საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების ფუნქცია ჰქონდათ.
თხილვანის მენჰირის მონახულება საინტერესოსთან ერთად აზარტული საქმეცაა. ერთი იმიტომ, რომ მაგ ქვის ასაკის ქვა აღარ დაგორავს მთელს თხილვანაში და მეორეც იმიტომ, რომ ვინ იცის- იქნებ ქვაზე ისეთი დეტალიც კი აღმოაჩინოთ, რომელიც მენჰირების დანიშნულების მსოფლიო საიდუმლოს ამოხსნის.
ისტორიული ძეგლი ხულო