ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი - სალიბაურის წმინდა სამების ტაძარი მდებარეობს აჭარაში, ბათუმიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, სამების მთაზე.

სამების სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას 2002 წლის 7 სექტემბერს ჩაეყარა საფუძველი.

ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი მე-19 საუკუნის II ნახევარშია აგებული. იგი წლების მანძილზე სასაფლაო მეურნეობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აქაც შეწყდა წირვა-ლოცვა. იგი საწყობად გამოიყენეს - ინახებოდა სამეურნეო ინვენტარი.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ბათუმის მრავალეროვანი მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლები გრიგოლ პუხნოსა და ლუკა შევჩუკის ხელმძღვანელობით გაერთიანდნენ წმიდა სამების ეკლესიასთან, შეაგროვეს ხელმოწერები და მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს (ცინცაძე) ნებართვისათვის აღნიშნული ეკლესიის ამოქმედების შესახებ.

1947 წელს ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი გაიხსნა. წინამძღვარი იყო ლუკა შევჩუკი. ტაძარს მგალობელთა 30 კაციანი გუნდი ჰყავდა. ტაძრის რესტავრაციის შემდეგ მრევლმა შემოსწირა საეკლესიო წიგნები, ხატები და სხვა ნივთები. ტაძარს არასოდეს აკლდა მრევლი, რასაც ალბათ ისიც განაპირობებდა, რომ იმ დროისათვის ქალაქში ორი მართლმადიდებლური ტაძარი მოქმედებდა. ერთი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ქალაქში და მეორე აქ, სასაფლაოზე.

1976 წლის ზაფხულში ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. მალე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოს დავითს (ჭკადუა) დაავალა ახალი ტაძრის აგება დამწვარი ტაძრის ფუძეზე.

ტაძარი აშენდა, გადახურეს და დაიწყო მღვდელმსახურება 1979 წელს, მაგრამ მისი საბოლოოდ დამთავრებ ამ სახით, რომელიც ამჟამადაა წლების მანძილზე მიმდინარეობდა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბათუმი
გაზიარება

მსგავსი ადგილები

საოცრებათა პარკი
საოცრებათა პარკი

საკულტო ნაგებობები ბათუმი

ბათუმის სომხურ-გრიგორიანული ეკლესია
ბათუმის სომხურ-გრიგორიანული ეკლესია

საკულტო ნაგებობები ბათუმი

ბათუმის მეჩეთი
ბათუმის მეჩეთი

საკულტო ნაგებობები ბათუმი

ძველი ბათუმი
ძველი ბათუმი

საკულტო ნაგებობები ბათუმი