მარშრუტი კურორტი გოდერძიდან იწყება, კერძოდ კურორტზე მდებარე საბაგირო გზის ქვედა სადგურიდან, საიდანაც ველოსიპედებთან ერთად საბაგიროთი ახვალთ და მარშრუტზე დაეშვებით. (თუ ზაფხულში საბაგიროთი არ ხერხდება ზედა სადგურამდე ასვლა, მაშინ მარშრუტი გოდერძის უღელტეხილიდან უნდა დაიწყოთ). სვლა გოდერძის უღელტეხილამდე, 5 კილომეტრის მანძილზე გრუნტიან სამანქანო გზაზე მიმდინარეობს, ხოლო მას შემდეგ, რაც გეზს მწვანე ტბისკენ აიღებთ, ბეტონის საავტომობილო გზაზე გადადის.
გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბამდე (6,4 კმ.) იაილა ლოდიძირისა და რიყეთის გავლით გადახვალთ. აქ შეგიძლიათ ცოტა ხნით შეისვენოთ. მწვანე ტბიდან მარშრუტი ჩრდილოეთით, შავი ტბისკენ გრძელდება. იაილა დიდაჭარას შესასვლელთან გადასახვევი შეგხვდებათ, საიდანაც დასავლეთით მიმავალი გზა იაილაში შედის, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით - შავი ტბისკენ. აქედან შავი ტბა 1,8 კმ.-ის მოშორებითაა.
შავი ტბიდან უკან იაილა დიდაჭარისკენ სხვა გზით დაბრუნდებით, ამ შემთხვევაში გზა 1,2 კმ.-ია. აქედან გზა ისევ სამხრეთ-დასავლეთით, გრუნტიან სამანქანო გზაზე გრძელდება.
იაილა დიდაჭარიდან სოფელ დანისპარაულამდე 6,4 კმ.-ია. სოფლიდან 3,5 კმ. გრუნტიანი სამანქანო გზის გავლის შემდეგ, წრიული მარშრუტი ისევ საბაგიროსთან ბრუნდება.
ტბები ხულო
ეროვნული პარკები და ბაღები ხულო
ტბები ხულო