შავი ტბა აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. იგი გარშემორტყმულია ტყითა და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეულობით. იგი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია ბუნებაში ხეტიალის მოყვარულთათვის. მწვანეში ჩაფლული ტბა ძალიან ლამაზ სანახაობას წარმოადგენს და მრავალ ტურისტს იზიდავს. თუკი ლაშქრობა გიყვართ, ერთ-ერთი საინტერესოა მწვანე ტბის წრიული მარშრუტი, რომლის განმავლობაში მონახულებთ, როგორც შავ, ასევე მწვანე ტბას. შავ ტბასთან საკარვე ადგილსაც მარტივად იპოვნით. ტყიანი გარემო, მოლივლივე ტბა და მშვენიერი ხედები ნამდვილად საუკეთესო გარემოს ქმნის ბუნებაში განტვირთვისა და თავგადასავლების მსურველთათვის.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ხულო
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

მწვანე ტბა
მწვანე ტბა

ტბები ხულო

შუამთის ტბები
შუამთის ტბები

ტბები ხულო