კურორტი გომარდული შუახევის ცენტრიდან 8 კმ-ითაა დაშორებული, ბათუმიდან კი 65 კმ-ით. ის ზღვის დონიდან 1120 მ-ზე მდებარეობს. პირველი თოვლი გომარდულში ნოემბერში მოდის და აპრილამდე გრძელდება, თოვლის სიმაღლე ხშირად 2–3 მეტრს აღწევს.


საკურორტო სოფელში, ძირითადად, პატარა ხის სახლები და საოჯახო ტიპის სასტუმროებია, სადაც  ღამისთევასაც შეძლებთ და  ადგილობრივ კერძებსაც დააგემოვნებთ. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს 5 საოჯახო ტიპის  კეთილმოწყობილი კოტეჯი და ერთი რესტორნის ტიპის კვების ობიექტი.


დამსვენებელთა განკარგულებაშია 300 მ სიგრძის სასრიალო ტრასა და ხელის საბაგირო. სათხილამურო მოწყობილობასაც ადგილზე დაიქირავებთ. გომარდულში ფუნქციონირებს სათხილამურო სკოლა (ამ ეტაპზე მომსახურება შეჩერებულია).

 

აქტივობები
კურორტი გომარდული წელიწადის ნებისმიერ დროს მასპინძლობს ვიზიტორებს, აქ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ბუნებით. 

 

სერვისები


კურორტზე ფუნქციონირებს ყველა საჭირო პირობით აღჭურვილი კოტეჯები. აქვე არის  კვების ობიექტები და საოჯახო სასტუმროები, რომლებიც  ვიზიტორებს ტრადიციული აჭარული კერძებით უმასპინძლდება. 

 

როგორ მოვხვდეთ

ბათუმი- გომარდული: სამარშრუტო ტაქსი  ბათუმის ავტოსადგურიდან სოფ. გომარდულამდე მოძრაობს ყოველ დღე, დღეში სამჯერ: 10:30; 14:00; 15:00.
მის.: ბათუმის ავტოსადგური,მაიაკოვსკის ქ.N1 ტელ.: +995 (422) 27 85 47
ფასი: 6 ლარი


გომარდული - ბათუმი: სამარშრუტო ტაქსი შუახევის ცენტრიდან გამოდის ყოველ დღე, დილის 10:00 სთ-ზე.  წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია კურორტიდან ტრანსპორტირებაც ( მძღოლი: ნუგზარი მჟავანაძე- 591 95 12 65)
ასევე კერძო (მაღალი გამავლობის გამავლობის, ორხიდიანი) ტრანსპორტის დაქირავება.  ფასი, დაახლოებით - 250 ლარი

გზა შუახევიდან კურორტამდე ასფალტირებულია.

გაზიარება

მსგავსი ადგილები