სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს. გოდერძი ბათუმიდან 109 კმ-ითაა დაშორებული. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვი ნალექით გამოირჩევა, რაც კურორტს მეტად მიმზიდველს ხდისპირველი თოვლი აქ ნოემბერში მოდის და სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან-აპრილამდე გრძელდება. გოდერძის დათოვლილი ფერდობები  განსაკუთრებით იზიდავს გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებს.

 

ზამთრის სეზონი კურორტ გოდერძიზე დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. თუმცა სრიალისთვის საუკეთესო დრო იანვარი - თებერვალია, რადგან ამ დროს ყველაზე მაღალი ხარისხის თოვლია.


გოდერძი დამსვენებლებს მთელი წლის მანძილზე მასპინძლობს. ზაფხულში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ აქ ისეთი მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავდნენ, როგორიცაალაშქრობა ალპურ და ტყიან ზონაშიცხენითა და ველოსიპედით სეირნობა, სამკურნალო-მინერალური წყლების დაგემოვნება, მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გოდერძის ნამარხი ტყის, საუცხოო მწვანე ტბის და   X-XI საუკუნის ისტორიული ძეგლის ხიხანის ციხის მონახულება. აქვე ახლოს მდებარეობს კურორტი ბეშუმიც, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

 

საბაგირო
კურორტზე ფუნქციონირებს ორი ტიპის საბაგირო, რომელთა საერთო სიგრძე 3,5 კმ- აღემატება. საბაგირო გზის პირველი სადგური ზღვის დონიდან 1 724 -ზე, ხოლო ბოლო სადგური — 2 350 -ზე მდებარეობს. საბაგიროებით  შესაძლებელია ერთდროულად 96 ადამიანის ტრანსპორტირება.

კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ორი მცირე ზომის საბაგირო  - (ბორანო და მოძრავი ხალიჩა). ასევე 6 ადგილიანი ბაბლის ტიპის და 8 ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროებიშაბათ-კვირას საბაგიროები მუშაობს 10:00-დან 17:00 საათამდე, ხოლო კვირის დღეებში 10:00-დან 16:00 საათამდე.

სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე 2364 მეტრს აღწევს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 4,5 კილომეტრია. აქ წარმოდგენილია როგორც საშუალო სირთულის, ისე რთული ტრასები. დამწყებებს სრიალის სწავლა შეუძლიათ მცირე ზომის 150 მეტრიან ტრასაზე (ბორანო).

ტრანსპორტი
როგორ მოვხვდეთ კურორტზე?

ხულოს ცენტრიდან კურორტზე მისასვლელი გზა (30 კმ) არ არის მოასფალტებული, ამიტომ გადაადგილება რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით. ზამთარში ბათუმიდან კურორტ გოდერძის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის. თქვენ  შეგიძლიათ მუნიციპალური ტრანსპორტით ახვიდეთ ბათუმიდან  სოფ. დანისპარაულამდე (გოდერძიდან 5 კილომეტრში), ხოლო დანისპარაულიდან მაღალი გამავლობის ავტომობილი იქირავოთ კურორტის მიმართულებით. ერთი გზის საფასური  25-30 ლარია.

 

 

ფაილების გადმოწერა

განთავსება მარშრუტზე

გაზიარება

მსგავსი ადგილები