აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კინტრიშის ხეობაში. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება. ხიდის სიგრძე 20 მეტრია, სიგანე 2.55 მეტრი. მისი მარჯვენა მხარე ხელოვნურ ბურჯს ეყრდნობა, მარცხენა მხარე კი - ბუნებრივ კლდეს, ამით ის ბასრიშელის ხიდს ჩამოჰგავს. ცხემვანის ხიდი კინტრიშის ხეობის სხვა ხიდების მსგავსად თაღოვანია. ხიდის მშენებლობა მდინარის ნაპირებიდან ფლეთილი ქვებით დაუწყიათ, თაღი კი თლილი ქვითაა აგებული. ხიდი რესტავრირებულია, 2012 წელს მას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა: სავალი ნაწილი მიწისა და დაზიანებული ნაწილისაგან გაიწმინდა, ხიდის ზედაპირი გასუფთავდა მცენარეული საფარისაგან და დამუშავდა ბიოქიმიურად, გამოქარული ნაკერები გამოირეცხა და კირის დუღაბით შეივსო, გასუფთავდა ასევე ხიდის ქვედა ეკრანი, ხიდის სავალი ნაწილი კი ახალი ქვებით შეივსო.
ხიდები ქობულეთი
ხიდები ქობულეთი
ხიდები ქობულეთი