მანძილი ბათუმიდან: 12კმ

  გონიო-აფსაროსის ციხე აჭარაში მდებარე ჩვ.წ. I საუკუნის ისტორიული ძეგლია, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ზღვისპირა კურორტ გონიოში მდებარეობს. გონიოს ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებს შავი ზღვის სანაპიროსთან აკავშირებდა. საუკუნეების მანძილზე გონიოს ციხე სხვადასხვა იმპერიების - რომის, ბიზანტიისა და ოსმალეთის საყრდენს წარმოადგენდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. გონიოს ციხე ბევრ ისტორიულ ნიმუშსა და მნიშვნელოვან ფაქტს ინახავს. მას დღესდღეობით მუზეუმის დანიშნულებაც აქვს და 2010 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსით ფუნქციონირებს. გონიოს ციხის კედლებს საუკუნეების მანძილზე უამრავი ბრძოლა აქვს გადატანილი და გამოვლილი, ამიტომ რესტავრაციაც ბევრჯერ დასჭირდა. ციხის გალავანი გამყარებულია 18 კოშკით, რაც თავდაცვისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღსანიშნავია ისიც, რომ ციხის ისტორია არგონავტების მითთან არის დაკავშირებული. ასევე, გადმოცემის თანახმად, აქ დაკრძალულია ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული — მატათა. გონიოს ციხის მონახულებით, თქვენ გაქვთ შანსი შეისწავლოთ და აღმოაჩინოთ არა მხოლოდ აჭარის ისტორია, არამედ უდიდესი იმპერიების ჟამთასვლის აღმნიშვნელი ფაქტებ

 სასურველი პერიოდი: მთელი წელი 

 სერვისები და ფასები : 

·        უცხო ქვეყნის მოქალაქე-15

·        საქართ. მოქალაქე - 10.

·        6 წლამდე: უფასო

·        6-16 წლამდე; 2 ლარი;

·        სტუდენტი: 3 ლარი;

·        გიდის მომსახურება: საქართ. მოქალაქე- 25 ლარი; უცხოელებისთვის - 35 ლარი

·        აუდიოგიდი: 15 ლარი

·        ქართულ რუსულ და ინგლისურ ენოვანი გიდის მომსახურება;

·        საქორწინო მაყრიონის დაშვება: 60 ლარი;

·        ხელმოწერის ცერემონია: 300 ლარი.

 

  • როგორ მოვხვდეთ : 

    • № 16 ავტობუსებით
    • №33 და №88 სამარშრუტო ტაქსებით თბილისის მოედნიდან;
    • № 20
    • ნებისმიერი  სამარშრუტო მიკროავტობუსით, რომელიც გაივლის გონიოს ან სარფს მგზავრობის საფასური გახლავთ 1,50 ლარი.
    • ინდივიდუალური ან ჯგუფური ექსკურსიით ტაქსი (20-25 ლარი).


საკონტაქტო ინფორმაცია:
55, აფსაროსის გზატკეცილი, გონიო
https://infoajara.com/u/9568894
(+995) 577 47 17 55

დამატებითი ინფორმაცია:
10:00-18:00
გაზიარება