სხალთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი თავდაპირველი და შედარებით სრულყოფილი სახით ჩვენამდე მოღწეული ძეგლია აჭარაში. იგი ხულოს რაიონში, მდინარე სხალთისწყლის ხეობაში, ქ. ბათუმიდან 100 კმ­ის დაშორებით მდებარეობს. სხალთის ტაძარიც დარბაზული ტიპის ნაგებობაა. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთისა და დასავლეთის. კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვის კვადრებით, რიყის ქვები მხოლოდ კამარის შუაგულშია გამოყენებული. მხატვრულ­სტილისტური თავისებურებები სხალთის მოხატულობას XIV­XV სს­ის პალეოლოგოსთა სტილის ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშებთან აკავშირებს. სხალთის მხატვრობა ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ­ერთი საინტერესო და თავისი დროის გამორჩეული ნიმუშია. იგი ვრცელი, განვითარებული იკონოგრაფიული პროგრამითა და გააზრებული კომპოზიციური გადაწყვეტით ხასიათდება. მარანი გზის პირას ტაძრიდან მოშორებით მდებარეობს. აქ დღესაც ინახება ძველი საწნახელი და მიწაში ჩამარხული უზარმაზარი ქვევრები. არქეოლოგიური და წერილობითი წყაროების შეპირისპირებით დასტურდება, რომ ადრე აქ (IX­X სს­ში) სხალთის მცირე ეკლესია აუგიათ, ხოლო მოგვიანებით XIII ს­ის შუა ხანებში­ დღემდე კარგად მოღწეული სხალთის ტაძარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
სხალთა, ხულო
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ღორჯომის მეჩეთი
ღორჯომის მეჩეთი

საკულტო ნაგებობები ხულო

ვერნების ეკლესია
ვერნების ეკლესია

საკულტო ნაგებობები ხულო

ხარების ეკლესია
ხარების ეკლესია

საკულტო ნაგებობები ხულო

საციხურის მეჩეთი
საციხურის მეჩეთი

საკულტო ნაგებობები ხულო

სოფელ აგარის მეჩეთი
სოფელ აგარის მეჩეთი

საკულტო ნაგებობები ხულო

ბეღლეთის მეჩეთი
ბეღლეთის მეჩეთი

საკულტო ნაგებობები ხულო