შემოდგომა
🕌 ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ საციხურში არსებული ხის მეჩეთი თავდაპირველად სოფელ პაქსაძეებში ააგეს XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში. 1828 წელს მეჩეთი დაანგრიეს და დიდაჭარაში, პაქსაძეებსა და ბეღლეთში გაანაწილეს. 2002 წელს დიდაჭარაში ახალი მეჩეთი ააგეს, ხოლო ძველი ხის მეჩეთი ადგილობრივმა მრევლმა საჩუქრად სოფელ საციხურს გადასცა.

🕌 საციხურის მეჩეთს აქვს ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის დამახასიათებელი ხის ჩუქურთმები, ხეზე კვეთის ნიმუშები, გამორჩეული ორნამენტები და უნიკალური კაკლის კარი. მეჩეთს გარს აკრავს ხის ღობე. საციხურის ხის მეჩეთს აქვს მიჰრაბი, მინბარი, გუმბათი და სახურავზე მინარეთისებური კონსტრუქცია.

🕌 საციხურის ხის მეჩეთი ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ 2006 წლის 7 ნოემბერს საციხურის მეჩეთს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
საციხური, ხულო
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

სხალთის ეკლესია
სხალთის ეკლესია

საკულტო ნაგებობები ხულო

სოფელ აგარის მეჩეთი
სოფელ აგარის მეჩეთი

საკულტო ნაგებობები ხულო

ღორჯომის მეჩეთი
ღორჯომის მეჩეთი

საკულტო ნაგებობები ხულო

ბეღლეთის მეჩეთი
ბეღლეთის მეჩეთი

საკულტო ნაგებობები ხულო

ხარების ეკლესია
ხარების ეკლესია

საკულტო ნაგებობები ხულო

ვერნების ეკლესია
ვერნების ეკლესია

საკულტო ნაგებობები ხულო