ჩიქუნეთის ციხე მდებარეობს აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიქუნეთისაკენ მიმავალ გზაზე.
დღესდღეობით ციხის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და სამაოდ გრძელი, 32 მეტრი სიგრძის გვირაბი.
ციხე ზემოდან აკონტროლებდა მაჭახლის ხეობაში გამავალ სამხედრო სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის გზას.
ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა ტიპის ნაგებობები, ციხის ახლოს ფერდობზე რამდენიმე წლის წინ შემთხვევით აღმოჩნდა მარანი, სადაც სხვადასხვა ზომის 8 ქვევრი იყო განლაგებული. ციხეც და მარანიც XI-XIII საუკუნეებით თარიღდება.
ციხეები ხელვაჩაური