ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. იგი ბათუმის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა, ის ჯერ კიდევ ოსმალური ხელისუფლების დროს არის აგებული, 1866 წელს. ორთა ჯამე გვიანოსმალური პროვინციული არქიტექტურის დამახასიათებელი ნიმუშია. მისი ინტერიერი აღმოსავლური ორნამენტებით ლაზმა ოსტატებმა მოხატეს. ნაგებობის ოქროსფერი გუმბათი და მაღალი, თეთრი მინარეთი შორიდანვე იქცევს ყურადღებას და ბათუმის მულტიკულტურული ურბანული გარემოს შექმნაში არსებით როლს ასრულებს. ბათუმის მეჩეთი მართკუთხა გეგმის მქონე მოზრდილი შენობაა, რომელსაც კუთხეში მაღალი მინარეთი აქვს და ცენტრში კი დიდი მოოქროვილი გუმბათი. ნაგებობის ექსტერიერი შელესილი და თეთრად შეღებილია. ფასადები მართკუთხა ფანჯრებითაა დანაწევრებული, რომლებსაც პროფილირებული საპირეები შემოწერს და ბრტყელი "ფრონტონები" აგვირგვინებს. გრძივ ფასადებზე მართკუთხა ფანჯრებს წრიული ენაცვლება, რომელთა ზემოთაც დაწოლილი ნახევარმთვარეებია გამოსახული. ყველაზე მდიდრულად მორთული აღმოსავლეთის შესასვლელია. იგი პილასტრებითაა ფლანკირებული, რომლებსაც მაღალი, მუზარადისებური თაღი ეყრდნობა. თაღის ტიმპანში მრგვალი ფანჯარაა გაჭრილი. ფასადებზე ფანჯრები ორ იარუსადაა განლაგებული, თუმცა შიგა სივრცე ერთიანია. ხის კოჭოვანი სახურავი ოთხ თავისუფლად მდგარ მრგვალ სვეტს ეყრდნობა. შუა მონაკვეთის თავზე ხისავე ძელებით აწყობილი გუმბათია აღმართული. ჭერი, გუმბათი და მინბარისა და კათედრის მოაჯირები ფერადოვანი დეკორატიული მხატვრობით არის შემკული.

ორთა ჯამე 1866-1935 უწყვეტად მოქმედებდა. 1935 წლიდან დაიკეტა და ძირითადად სამხედრო საწყობად გამოიყენებოდა. 1946 წელს მეჩეთი არადგინეს და დღემდე ფუნქციონირებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
, ქუთაისის ქ., ბათუმი
გაზიარება

მსგავსი ადგილები

წმ.ბარბარეს ეკლესია
წმ.ბარბარეს ეკლესია

საკულტო ნაგებობები ბათუმი

ბათუმის დრამატული თეატრი
ბათუმის დრამატული თეატრი

საკულტო ნაგებობები ბათუმი

სინაგოგა
სინაგოგა

საკულტო ნაგებობები ბათუმი

ჭაჭის კოშკი
ჭაჭის კოშკი

საკულტო ნაგებობები ბათუმი