აღწერა

აღწერა:

ციხესიმაგრე ქობულეთის მუნიციპალიტეტში დებარეობს. ძეგლი დგას სოფელში, ჭახათის მთაზე, მასიური კლდით დაბოლოებულ ქიმზე, ზღვის დონიდან 1150 მ.

ციხე ოვალური გარშემოწერილობისაა. გალავნის ფრაგმენტები ზოგან 3-4 მეტრს აღწევს, ზოგან კლდე ქმნის კედელს. ტერიტორიაზე შეინიშნება სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები. თავად ციხე აგებულია მოზრდილი რიყისა და ფლეთილი ქვიშისაგან. კედლის სისქე 1 მეტრია. ციხე ნაკლებადაა გამოკვლეული, იგი მიჩნეულია ფეოდალური ხანის ნაგებობად, რომელსაც სადაზვერვო –სათვალთვალო პუნქტად იყენებდნენ. გადმოცემით, ოსმალთა ბატონობის ხანაში, იგი ტყვეთა გაყიდვის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენდა. გადმოცემის მიხედვით ციხე ააშენა ვინმე ელია დიასამიძემ გატაცებულ ტყვეთა დასამალად. ჩრდილოეთის მხრდიან ჰქონდა კოშკი, რომელიც აღარ არსებობს. ციხის საერთო ფართობი დაახლოებით 80 მ2-ია. ციხეს ორი მხრიდან აქვს მისადგომი, ნაცხავატევიდან და გოგმაჩაურიდან.

 

მუნიციპალიტეტი:

ქობულეთი

 

როგორ მოვხვდეთ:

მიკროავტობუსი: ბათუმი-ქობულეთი,

მის: კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ.
ქობულეთიდან მიკროავტობუსი ჭახათის მიმართულებით,
მის: ქობულეთის ავტოსადგური.

მსგავსი ადგილები

პეტრას ციხე

ქობულეთი

ციხეები

მამუკას ციხე

ქობულეთი

ციხეები

ხინოწმინდა

ქობულეთი

ციხეები