შესავალი

უძველესი ერების ისტორიული ჩანაწერებში ყველგან გვხდება სიტყვა „ხიდი“, როგორც კომუნიკაციისა და ურთიერთობის მთავარი წყარო. საქართველოში ხიდმშენებლობა უძველესი დროიდან ყოფილა განვითარებული, ბევრი შუა საუკუნის ხიდი კი ახლაც მოქმედია.

ხიდების მშენებლობის მეთოდი, საქართველოში, მთიანმა რელიეფმა განსაზღვრა. თავდაპირველად, მცირე ნაკადულზე გადასასვლელად, ხის მორი გამოიყენებოდა, შემდეგ, მათ ნაცვლად უფრო რთული ხის კოჭოვანი ხიდების აგება დაიწყეს. ხიდმშენებლობის განვითარებასთან ერთად, დროებითი ხიდები ქვის ხიდებით იცვლებოდა. ძველი ქვის თაღოვანი ხიდების უმთავრესი ნაწილი - თაღი, ძირითადად, დაუმუშავებელი ქვის ფილებით, ყოველგვარი არქიტექტურული სამკაულის გარეშეა ამოყვანილი. შემაკავშირებელ მასალად გამოიყენებოდა კირის ხსნარი. ამგვარი ხიდებისთვის, გათლილი ქვის ნაცვლად, უმეტესწილად, იყენებდნენ იაფ ყორე ქვასა და დუღაბს.

ხიდები, ძირითადად, ძველ სავაჭრო-საქარავნო გზებზეა აშენებული, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ქალაქებსა და სოფლებს. თუ თაღოვანი ხიდების ტოპოგრაფიას დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ მათი დიდი ნაწილი სწორედ აჭარის, ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და ჭანეთ-ლაზეთის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული.

ბუნებრივია, აჭარა, როგორც ტაო-კლარჯეთის შემადგენელი ნაწილი, ჩართული იყო ამ პროცესში და აქ ხდებოდა საკუთარი ნაწარმის რეალიზაცია და იმპორტი. ვაჭრობის განვითარება კი მოითხოვდა როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგებას. ეს კარგად ესმოდათ ქართველ მეფეებს და როგორც ჩანს დიდ ხარჯებსაც იღებდნენ გზების გასაყვანად, ხიდებისა და ქარვასლების ასაშენებლად.

არსებული მონაცემების მიხედვით, დღეისათვის აჭარაში 35-მდე ხიდია ფიქსირებული. მათი დიდი ნაწილი დანგრეულია, 15-მდე ხიდი კი შედარებით კარგად არის დაცული.

აჭარა განთქმულია ქვის თაღოვანი ხიდებით, რომლებსა ჩვენი წინაპრები მთის შმაგ მდინარეებზე აგებდნენ.

რეგიონში ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა ხაბელაშვილების ხისუნიკალური ხიდი, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელხაბელშვილებში, მდინარე ჭვანისწყალზეა აგებული

გადმოცემის თანახმად, ხაბელაშვილების სამასწლოვანი ხიდი XVIII საუკუნეშ,ამ სოფლის მკვიდრს, გვარად ბერიძეს აუგია. ოცდაექვსი მეტრის ხიდი ოსტატსსოფლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად აუშენებია. თუმცა, არსებობსმოსაზრებაც, რომ ამ ხიდს წარსულში მნიშვნელოვანი სატრანზიტომნიშვნელობა ჰქონდა და  ჭვანისწყლის ხეობის სოფლებს ხულოსთანაკავშირებდა.

ხიდი თავისი სიძველით, მშენებლობისას გამოყენებული ელემენტებითა დაგადახურვით უნიკალურია და მთელ დასავლეთ საქართველოში უიშვიათესკონსტრუქციას წარმოადგენს.

ხაბელაშვილების ხიდის ბალავარი ქვითკირიანი დუღაბით არი ნაშენი. ასევე გამოყენებულია თავისი გამძლეობით ცნობილი ბზის მასალა.

ხის კოჭებიანი ხიდი ქვის ბურჯებზეა დაყრდნობილი. ბზის გარდა, ხიდისთვის ხის უნიკალური სახეობებიცაა გამოყენებული, რომელიც ძველთაგანვე იყოცნობილი თავისი გამძლეობით.

ხიდის მზიდი და საყრდენი მალები, ბურჯების ნაწილთან ერთად,ურთხმელისგანაა დამზადებული, მეორე ნაწილი წაბლისგან, სახურავის კოჭებისთვის კი მუხა და ცაცხვია გამოყენებული. ძველად ხიდი წიწვოვანი ხეებისგან დამზადებული ყავარით იყო დახურული. სახურავი დღესაცშენარჩუნებულია და მთელ სიგრძეზე გასდევს ნაგებობას.

გადახურვის დამჭერი ძელები რკალის ფორმისაა და მთლიანად ხიდის მიმყოლ, თანაბრად განლაგებულ ბოძებს ეყრდნობა, რომლებიც  დახრილადგანლაგებული სვეტებითაა გამაგრებული.

2013 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსბრძანებით, ხაბელაშვილების ხიდს კულტურული მემკვიდრეობის უძრავიძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ხიდთან მოსახვედრად,  ხუთასმეტრიანი სიგრძის ბილიკის გავლა ფეხითმოგიწევთ, რომელიც მდინარეს მიუყვება. ლიკი რთული არ არის. ხიდისსიახლოვეს, მდინარის ნაპირზე საპიკნიკე ადგილები, ჩანჩქერი და წისქვილებისხეობაცაა, სადაც მდინარეზე ჩამწკვრივებული ხის ძველი წისქვილები იწონებენთავს. ეს წისქვილები, რომლებსაც საც იყენებენ ადგილობრივები, იქაურობ ავთენტიკურ, სანახაობრივ იერს უნარჩუნებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ხაბელაშვილები, შუახევი
გაზიარება

მსგავსი ადგილები

გიდელას ხიდი
გიდელას ხიდი

ხიდები შუახევი

ფურტიოს ხიდი
ფურტიოს ხიდი

ხიდები შუახევი

ჭვანის თაღოვანი ხიდი
ჭვანის თაღოვანი ხიდი

ხიდები შუახევი

ფურტიოს თაღოვანი ხიდი
ფურტიოს თაღოვანი ხიდი

ხიდები შუახევი