მირვეთი

სოფელი მირვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 27 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 60 მეტრის სიმაღლეზე. მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული მირვეთი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია აჭარაში, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით. სოფელში შეხვდებით გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის ხეივანს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ექსტრემალური გართობის მოყვარულებს შეუძლიათ ჯომარდობა სცადონ ჭოროხსა და აჭარისწყალზე. მირვეთში ფუნქციონირებს საოჯახო სახლები.

 

რა ვნახოთ:

  1. მირვეთის ჩანჩქერი;
  2. მირვეთის ქვის თაღოვანი ხიდი;
  3. კოლხური ბზის ხეივანი;

 

როგორ მოვხვდეთ :

ბათუმიდან, მიკროავტობუსით მირვეთის მიმართულებით. გადის ცენტრალური ავტოსადგურიდან (მის: მაიაკოვსკის ქ. №1), ყოველდღე- 12:30; 16:00; 19:00 საათებში. ფასი 2.50 ლ.

ტაქსით, ღირებულება 60-80 ლარი.

ნებისმერი ტიპის მსუბუქი ავტომობილით.

ფოტოგალერეა