მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაცია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც აჭარაში. ფრინველთა მიგრაციის საოცარი  სანახაობა სწორედაც რომ აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს. აგვისტოს შუა პერიოდიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე,  32  სხვადასხვა სახეობის ათასობით მტაცებელი ფრინველი აჭარის 10-კილომეტრიან სანაპირო ზოლს გადაუფრენს. თუ გსურთ მიგრაციის პიკის მოწმე გახდეთ, უნდა დაამთხვიოთ თქვენი ვიზიტი სექტემბრის ან ოქტომბრის დასაწყისს.

ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა აჭარაში და უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, ,,აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

 

ფაილების გადმოწერა

განთავსება მარშრუტზე

საკონტაქტო ინფორმაცია:
სახალვაშო, ქობულეთი
გაზიარება