დელფინების შოუ ყოველთვის პოპულარული იყო ჩვენს ზღვისპირა ქალაქში. ბათუმის დელფინარიუმი 1975 წელს გაიხსნა, მას შემდეგ არ კარგავს თავის პოპულარობას და დღემდე დამსვენებელთა უმთავრესი დანიშნულების ადგილია.

დელფინარიუმი ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარეობს და ერთ-ერთუმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობას და საინტერესო სანახაობასწარმოადგენს. დელფინარიუმი უახლოესი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი და აუზებში ჩასხმული ზღვის  წყალი დღე-ღამეში ხუთჯერ იცვლება. ამჟამად აქ შავი ზღვის აფალინები ცხოვრობენ. ისინი ადვილად გადიან ადაპტაციას და მრავლდებიან კიდეც. ბათუმის დელფინარიუმის აუზების საერთო მოცულობამასში 15-მდე დელფინის განთავსების საშუალებას იძლევა.

XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში შექმნილი რთულიპოლიტიკურ - ეკონომიკური ვითარების გამო, დელფინარიუმმა მუშაობაშეწყვიტა, 2011 წელს კი ახალ შენობაში გააგრძელა არსებობა და წარმოდგენებიც განაახლა. დღეისათვის,  აჭარის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, დელფინარიუმი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაწესებულებას წარმოადგენს. აქ გამართულ წარმოდგენებს ერთდროულად 900-მდე ადამიანი ესწრება.

დელფინარიუმის გვერდით განთავსებულია ბათუმის სადემონსტრაციოაკვარიუმი, რომელიც 1966 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა. თავდაპირველად აქწარმოდგენილი იყო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ფეხფარფლიანიძუძუმწოვარი ცხოველები, ძვირფასბეწვიანი წავები და კასპიის ზღვისსელაპები. ამჟამად აკვარიუმში შავი ზღვის და საქართველოს მტკნარი წყლებისბინადართა ზოგიერთი, მათ შორის დეკორატიული თევზების ასამდე სახეობააწარმოდგენილი.

კონკრეტული პერიოდისთვის, დაგეგმილი შოუს გრაფიკს, ფასებს, სალაროს სამუშაო
საათებს გაეცნობით ბმულზე: www.dolphinarium.ge


6  წლამდე ასაკის პატარები  უფასოა (თუკი  არ საჭიროებს ცალკე  დასაჯდომ ადგილს).


შოუ იმართება ნებისმიერ  ამინდში!


ხანგრძლივობა (საშუალოდ) 35წთ.


აკრძალულია შინაური ცხოველებით შოუზე სტუმრობა!


შოუს ბილეთები ონლაინ: http://tickets.dolphinarium.ge


დელფინებთან ცურვა: ხანგრძლივობა - 15 წთ; ღირებულება: 5-16 წლამდე - 150 ლარი,16 წლიდან ზემოთ - 200 ლარი.

(+995) 595 33 58 61 ჯავშნისთვის დარეკეთ კონსულტანტთან (ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე)


საკონტაქტო ინფორმაცია:
51, შ. რუსთაველის ქ., ბათუმი
www.dolphinarium.ge
+995 422 22 17 30
office@dolphinarium.ge

დამატებითი ინფორმაცია:
00:00-00:00
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება