ჩაქვი-ციხისძირი

თუ ზღვის სანაპიროზე მშვიდი დასვენება გსურთ, ხალხმრავალი ადგილებისა და ხმაურისგან მოშორებით, პატარა, საკურორტო დაბა-ჩაქვს ან მწვანეში ჩაფლულ ულამაზეს ადგილს-ციხისძირს უნდა ესტუმროთ.

ჩაქვი ბათუმიდან 12 კმ.-ითაა დაშორებული, ციხისძირი კი 16 კმ.-ით. პლაჟები აქ ნაწილობრივ კენჭიანია  და ნაწილობრივ ქვიშიანი. კურორტებზე ფუნქციონირებს როგორც დაბალბიუჯეტიანიგანთავსების ობიექტები, ასევე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები სპორტული მოედნებითა და აკვაპარკით.

აქვე ახლოსაა პეტრას ციხე, მტირალას ეროვნულიპარკი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმები. ჩაქვი ცნობილია იმითაც, რომ ზუსტად აქ დაიწყო ქართული ჩაის წარმოება, რომელიც დაკავშირებულია ჩინელი სპეციალისტის, ლაო ჯინჯაოს სახელთან. 

ძირითადი ატრაქციები

ნახეთ ამ ლამაზი ქალაქის ძირითადი ატრაქციები


სხვა მიმართულებები