ციხე მდებარეობს მდინარე აჭარისწყლისა და აგარისწყლის შესართავთან მდებარე მაღალ ბორცვზე, ქედის ცენტრიდან დაახლოებით 4–5 კმ. ამ ადგილას მუდამ ცივა და სწორედ აქედან მომდინარეობს ამ ციხის სახელწოდება (ციხეს ცოლ–ქმრის ციხესაც ეძახიან). იგი სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და მასთან მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთი ბილიკით.